Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება

მაისს 5, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვაა ასახული. ვიდეოში ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს: „37 წელი, არა ხალხო, თქვენ არ იცით 37 წელში რა ხდებოდა. ანუ, რა ხდებოდა, რომ ვიცოდე? რა ხდებოდა, რომ ვიცოდე?!“. ვიდეო-პოსტს სათაურად გასდევს: „მართლა რა დებილია!“ რეალურად, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა კონტექსტის გარეშეა მოჭრილია და მცდარად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 1937 მასობრივი რეპრესიების შესახებ არაფერი იცის.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა 29 აპრილს საკუთარ Facebook-ანგარიშზე გაავრცელა ვიდეო-მიმართვა სათაურით: „მარიამის სახლშიც შევიდნენ. ოღონდ იქ ჩემი ძმა, რძალი და მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობენ. ტელეფონები გამოურთეს. არ უშვებენ არც მარიამს, არც ადვოკატს“.

2025 წლის 29 აპრილს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.  პროკურატურის თანამშრომლები ჟურნალისტის სახლში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჟორჟოლიანის ბინაში ჩხრეკის პარალელურად პროკურატურის თანამშრომლები შევიდნენ მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის ბინაშიც.

პირდაპირი ეთერის სახით საკუთარ ანგარიშზე გავრცელებულ ვიდეოში ჟურნალისტი სწორედ აღნიშნულ ფაქტს განიხილავს და ამბობს, რომ პროკურატურა შესულია მისი შვილის სახელზე გაფორმებულ ბინაში, რომელშიც ჟურნალისტის ძმის ოჯახი ცხოვრობს. ამას გარდა, ვიდეოში ჟორჟოლიანი განიხილავს რამდენიმე სავარაუდო დარღვევას, რომელსაც ჩხრეკის დროს ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, მარიამის ბინაში არ უშვებდნენ ადვოკატს, ძმასა და რძალს გამოურთეს ტელეფონები და უცნობია, შიგნით რა ხდებოდა, ბინაში არ უშვებდნენ არც მარიამ გეგუჩაძეს, ვის გამოც, მისი თქმით, ტარდებოდა ჩხრეკა.

ჟურნალისტი ამბობს: „თვით „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი არის სიგიჟე, რაც ახლა ხდება, რომ ადამიანის სახლს ჩხრეკდე და მას არ უშვებდე, და არ უშვებდე მის ადვოკატს და თან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად აკეთებდე ამას, ურთავდე ტელეფონებს. ანუ, წარმოუდგენელი სიგიჟეა ეს. თვით „ქართული ოცნებისთვისაც“ კი ეს არის წარმოუდგენელი სიგიჟე. მაშინ, როდესაც მარიამის სახლს ჩხრეკენ, პარალელურად ჩემს სახლში არის პროკურატურა და ხდება (sic) ჩემი სახლის ჩხრეკა. და აქ რაღაცა სადავო იყო ცოტა ხნის წინ, რომ 37 წელი…“არა, ხალხო, თქვენ არ იცით 37 წელში რა ხდებოდა“. ანუ, რა ხდებოდა, რომ ვიცოდე? რა ხდებოდა, რომ ვიცოდე? დედა-შვილს, ოჯახის წევრებს ერთად ჩხრეკდნენ პარალელურად? ჩემი საქმიანობის პარალელურად რომ ჩემი შვილის სახლს ჩხრეკენ, მინდა, რომ რაღაცნაირ ადამიანებს ვკითხო, რომ მაქვს უფლება, რომ ვიფიქრო, რომ ერთ ადგილას ვართ? და ბელორუსიაც (sic) აღარ არის უკვე ეს? ანუ, ამის უფლება თუ მაქვს, რომ ვიფიქრო, როდესაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ. ანუ, ჩემი სახლი – აქეთ, მარიამის სახლი იქით იჩხრიკება. და თან კიდევ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ მარიამს სახლში არ უშვებენ, ადვოკატს სახლში არ უშვებენ“.

სოციალურ ქსელში მანიპულირებულად გავრცელებული ვიდეო სათაურთან მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოში უცოდინარობის გამო საზოგადოებას ეკითხება, თუ რა მოხდა 1937 წელს. რეალურად კი, ჟურნალისტი მისი და მისი შვილის სახლის ერთდროულ ჩხრეკას 1937 წლის მასობრივ რეპრესიებს ადარებს და ამ კონტექსტში სვამს რიტორიკულ შეკითხვას.

See all posts

Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.