Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში სირიიდან ძველი კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში სირიიდან ძველი კადრები ვრცელდება

მარტს 24, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ფოტო (1, 2, 3, 4) აღწერით: „ამ სირიელმა ადამიანმა უარი თქვა ჯვრის მოხსნაზე და ამის გამო თავი მოკვეთეს“. ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს ნამდვილად უკეთია ქრისტიანული სიმბოლო – ჯვარი და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქართულენოვან სოციალურ მედიაში ფოტო სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გავრცელდა. მამაკაცის ჯვარზე ხაზგასმა კი მიემართებოდა მანამდე ფართოდ გავრცელებულ მტკიცებას, თითქოს სირიაში ახალმა რეჟიმმა ქრისტიანების მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტა მათი რწმენის გამო დაიწყო. სინამდვილეში, ფოტო 2012 წლით თარიღდება და სირიაში 2025 წლის მარტის მოვლენებთან საერთო არაფერი აქვს. დამატებით, არ დასტურდება არც სურათზე მოცემული მამაკაცის თავის მოკვეთის ფაქტი.

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით დაადგინა, რომ ფოტო 2012 წლით თარიღდება. კერძოდ, 2012 წლის 23 დეკემბერს ფოტოზე გამოსახული ადამიანის სურათები ერთ-ერთ ბლოგზე გავრცელდა სათაურით: „ალ-კაიდას ფორუმზე [გავრცელდა] სირიის ჯიჰადისტური ჯგუფის Katibat al-Muhajireen-ის სურათები, სადაც ნაჩვენებია, მათი მტკიცებით, „ასადის ძაღლები“ და „ჯვრის მატარებელი ჯარისკაცი““. აღნიშნული ინფორმაცია „ჯეოფაქტს“ არაბულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ქსელმაც (AFCN) დაუდასტურა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფოტოებზე ზედა მარჯვენა კუთხეში ვხედავთ სირიაში სამოქალაქო ომის დროს მოქმედი ჯიჰადისტური ჯგუფის Kataib al-Muhajireen-ის ლოგოსა და სახელს, რაც მიუთითებს, რომ ფოტოები მათი გადაღებული/გავრცელებულია და სირიაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებსა და ახალ რეჟიმთან კავშირი არ აქვს.

ამრიგად, აღნიშნული პოსტის გავრცელება, ქრისტიანულ სიმბოლოზე – ჯვარზე ხაზგასმა იმ მტკიცებების ფონზე, რომ სირიის რეჟიმი ქრისტიანებს ხოცავს (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები ამ თემაზე: 1, 2, 3) შეცდომაში შემყვანია, რადგან რეალურად, ფოტო 2012 წელსაა გადაღებული.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ფოტოზე გამოსახულ ქრისტიან მამაკაცს ჯვრის მოხსნაზე უარის თქმის გამო თავი მოკვეთეს, არ დასტურდება. უფრო კონკრეტულად, წარსულშიც გავრცელდა მტკიცებები, რომ ქრისტიან ტყვეს თავი მოკვეთეს, მანამდე კი ზურგზე ლოდების დადებით  აწამეს. აღნიშნულის დასამტკიცებლად ვრცელდება ფოტოც:

თუმცა, სხვა რაკურსიდან გადაღებულ იმავე კადრებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული მტკიცება მცდარია, ვინაიდან ლოდი არა მის ზურგზე, არამედ მის გვერდითაა განთავსებული:

დამატებით, AFCN-ის  ფაქტების გადამმოწმებლების თქმით, იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული ფოტოებია გადაღებული/გავრცელებული, სიკვდილით დასჯის კადრები საჯაროდ, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ღია წყაროებითა და ფოტოს ძიების ინსტრუმენტებით კი სურათზე გამოსახული მამაკაცის სიკვდილით დასჯისა და/ან წამების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. ამდენად, AFCN-ის წარმომადგენლების თქმით, მეტად სავარაუდოა, რომ აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა.

See all posts

EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.