Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

დეკემბერს 26, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 22 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელში“ სცენაზე გამოსვლას მიემართება. პოსტში ავტორი წერს: „[პრეზიდენტი] საახალწლო სოფელში განთავსებულ სცენაზე ავარდა, სადაც, ბავშვებისთვის წარმოდგენები იმართებოდა!“. რეალურად, კადრებში არ დასტურდება, რომ პრეზიდენტის სცენაზე ასვლის მომენტში, ბავშვებისთვის წარმოდგენები იმართებოდა.

„ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ, ქვეყანაში  უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტის ფარგლებში პროფესიული თუ სხვა ნიშნით გაერთიანებულმა ჯგუფებმა არაერთი მსვლელობა და მარში მოაწყვეს. 22 დეკემბერს, პროტესტის 25-ე დღეს, 18:00 საათზე „კახელებისა და ქიზიყელების მარში“ გაიმართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ „კახელების მარში“  ერეკლე II-ის მოედანზე შეიკრიბა, 19:14:37 წუთზე კი ჟურნალისტის თქმით,  მარშის მონაწილეებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციასთან შეერთებამდე, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მისვლა გადაწყვიტეს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მარშის მონაწილეებს შეუერთდა და მათთვის მისამართად ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ფარგლებში აწყობილ სცენაზე ავიდა.

წყარო: მედია „აპრილი“

Facebook-მომხმარებელი ამ მომენტზე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ სცენაზე ავიდა, რომელზეც ბავშვებისთვის წარმოდგენები იმართებოდა. სინამდვილეში, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერებში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლის მომენტში სცენა თავისუფალია და იქ საბავშვო წარმოდგენა არ მიმდინარეობს.

დამატებით, „ფორმულას“ ეთერში 19:17:50 წუთზე კადრში ისმის პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი დაცვის ხმა. მან მერიის თანამშრომელს, რომელიც სცენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, შეკითხვა დაუსვა, მოსული იყო თუ არა ბენდი. მისი უარის შემდეგ კი (კადრში ჩანს, რომ თანამშრომელი თავის მოძრაობით მიანიშნებს უარზე) პირადი დაცვა პრეზიდენტს უდასტურებს, რომ ბენდი არ მოსულა. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სცენაზე ადის (19:19:39 წუთზე ვხედავთ მას სცენაზე). ამავე ეთერში 19:21:40 წუთზე ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მარშის მონაწილეებს მადლობას უხდის და სცენიდან ჩამოდის. შესაბამისად, პრეზიდენტი სცენაზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

ამდენად, პირდაპირი ეთერით დასტურდება, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის სცენაზე ასვლისას, საბავშვო წარმოდგენა არ მიმდინარეობდა და სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება მცდარია.

 

See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.