Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ტელეკომპანია „იმედმა“ და მედია-ჰოლდინგმა „რეპორტიორი“ რიკარდ იოზვიაკის განცხადება არასრული კონტექსტით, მანიპულაციურად გაავრცელეს

ტელეკომპანია „იმედმა“ და მედია-ჰოლდინგმა „რეპორტიორი“ რიკარდ იოზვიაკის განცხადება არასრული კონტექსტით, მანიპულაციურად გაავრცელეს

ნოემბერს 4, 2024 · Verified Facts · Verdict: False

სოციალურ ქსელში Facebook-ზე ტელეკომპანია „იმედმა“ და მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის“ Facebook-გვერდმა გამოაქვეყნეს საინფორმაციო ბარათი და სტატია სათაურით: „რიკარდ იოზვიაკი: საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს იმ 9 ნაბიჯის განხორციელებაში, რომელიც დადგენილია ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში“. სათაურის ფორმულირება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის, განცხადებით, საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელებაში პროგრესს მიაღწია (დაარქივებული ბმული: 1, 2).

სინამდვილეში, სათაურსა და საინფორმაციო ბარათზე რიკარდ იოზვიაკის განცხადება სრული სახით დატანილი არაა. სრულ განცხადებაში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი საქართველოს მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესზე საუბრობს.

კერძოდ, რიკარდ იოზვიაკმა საკუთარ X-ის ანგარიშზე საქართველოს შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან, მისი შეფასებით, საკვანძო ნაწილი გამოაქვეყნა. მასში აღნიშნული იყო, რომ „სანამ საქართველო არ შეცვლის მოქმედებათა მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ მის გზას და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას შეუსრულებელი გამოწვევების გადასაჭრელად და ძირითადი რეფორმებისთვის, კომისია ვერ განიხილავს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას”.

თავის პოსტზევე პასუხად, მან ასევე ყურადღება გაამახვილა, მისი თქმით, კიდევ ერთ „მამხილებელ, თუმცა არა გასაკვირ“ ფაქტზე, რომ საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის განხორციელების პროგრესი უმნიშვნელო იყო (იხილეთ დაარქივებული პოსტი).

„საქართველომ მიაღწია უმნიშვნელო პროგრესს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში დადგენილი 9 ნაბიჯის განხორციელებაში“, – აღნიშნულია მის განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათსა და სტატიის სათაურზე დატანილი წინადადება – „საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს 9 ნაბიჯის განხორციელებაში…“, – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებულ პროგრესზე დადებით შთაბეჭდილებას ქმნის. მაშინ, როდესაც რეალურად, რიკარდ იოზვიაკის მიხედვით, ევროკომისიის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში დადგენილი 9 ნაბიჯის განხორციელებაში უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ხაზს იმას უსვამს, რომ საქართველოს პროგრესი არასაკმარისია. შესაბამისად, პროგრესზე საუბრისას სიტყვა „უმნიშვნელოს“ გამოტოვება რიკარდ იოზვიაკის განცხადებას შინაარსს უცვლის.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის“ სრულ სტატიაში რიკარდ იოზვიაკის განცხადება სრულადაა გადმოტანილი, Facebook-ზე ის მხოლოდ არასრული სახით არის მოცემული, რასაც Facebook-ზე აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს. ასევე, სტატიის სათაურში სიტყვის – „უმნიშვნელო“ – გამოტოვება განცხადებას შინაარსს არსებითაც უცვლის და მანიპულაციურია.

ამდენად, საინფორმაციო ბარათზე ან სტატიის სათაურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით მხოლოდ სიტყვა „პროგრესის“ დატანა მანიპულაციურია და სრულყოფილად არ მოიცავს იმ კონტექსტს, რომ რიკარდ იოზვიაკის მიხედვით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ეს პროგრესი „უმნიშვნელოდ“ არის დახასიათებული.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.