Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ოქტომბერს 17, 2024 · Verified Facts
Share

სოციალურ ქსელში ოპოზიციის მადისკრედიტებელი გვერდი „პოლიტ ოლოგი“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო თავდაპირველად ტელეკომპანია „პოსტვ“-ის როგორც Facebook, ასევე TikTok-გვერდებზე გავრცელდა (არქივირებული ბმული).  ვიდეო იწყება კადრით, როცა მამუკა ხაზარაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გიორგი მარგველაშვილს შემდეგი სიტყვებით წარადგენს: „პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი“. ვიდეოში გამეორებულია სიტყვა „უკომპრომისო“ და ჩასმულია გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი, სადაც ამბობს: „ისეთი ადამიანი ვარ რა, პლასტილინივით, სადაც მიაგდებ, იმ ფორმას იღებს“.

 ვიდეოს კონტექსტის გარეშე გავრცელება, ქმნის წარმოდგენას, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ინტერვიუს მონაკვეთში მის პოლიტიკურ კარიერაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხვების გადაწყვეტილებებს მარტივად ეთანხმება.  რეალურად, მარგველაშვილმა ინტერვიუში მის კაბინეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაბინეტში არაფერი ცვლის, რადგან „პლასტილინივით ადამიანია, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას იღებს”.

მონაკვეთი ვრცელდება ინტერვიუდან, რომელიც  Palitra TV-ის გადაცემისთვის   „ემას შოუ“ 2013 წელს ჩაიწერა. 2013 წელს  გიორგი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. ინტერვიუს მიმდინარეობისას, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ შეცვალა ინტერიერი იმ კაბინეტში შესვლისას, რომელსაც ადრე დიმიტრი შაშკინი იკავებდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არაფერი შეუცვლია, რადგან „პლასტილინივით ადამიანია, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას რომ იღებს“.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა. წარდგენისას, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი არის „პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი“.

 

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.