Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს

დეზინფორმაცია: „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს

ივლისს 15, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ფოტოს (1, 2, 3, 4), რომელიც თითქოს „სიმპსონების“ მონაკვეთიდან არის აღებული და მასში გარდაცვლილი დონალდ ტრამპი ჩანს.  რეალურად, მსგავსი ეპიზოდი სერიალში საერთოდ არ გვხვდება, პოსტები  იმ კონსპირაციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, „სიმპსონებმა“ მომავალი იწინასწარმეტყველეს.

The Simpsons ამერიკულ სატელევიზიო ანიმაციურ სერიალია, რომლის დებიუტიც 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია უკვე 35 სეზონს ითვლის და პოპულარობასაც არ კარგავს.

ფოტო, რომელზეც გარდაცვლილი ტრამპი ჩანს, ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვრცელდება. ფოტოსთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაამოწმეს  ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა ამერიკული LeadStories, Reuters, Snopes.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არსებობს ვებგვერდი Wikisimpsons, რომელშიც სერიალიდან ყველა იმ ეპიზოდის ჩამონათვალია, სადაც  დონალდ ტრამპი გამოჩნდა ან საერთოდ ნახსენები იყო. აღნიშნულ ეპიზოდებში არ გვხვდება ტრამპის გარდაცვალების მონაკვეთი.  ერთ-ერთ ეპიზოდში, სახელწოდებით „Funeral for a Fiend“  დაკრძალვის სცენა გვხვდება, სავარაუდოდ, ტრამპის ფოტოც სწორედ ამ მონაკვეთიდან კადრის  რედაქტირებით შეიქმნა.

ამავდროულად, მეტ სელმანმა, „The Simpsons“-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა Reuters-ს დაუდასტურა,  რომ  მსგავსი ეპიზოდი სერიალში არ გვხვდება და ის დამუშავებულია.

აღსანიშნავია, რომ ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად, Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას. მაგალითად, კოვიდთან დაკავშირებით, კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება, ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს საღამოს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ტყვია ესროლა. დონალდ ტრამპს თავდასხმის დროს ყური დაუზიანდა. გამოძიების ფედერალური სამსახურის (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია.

ამდენად, მტკიცება, რომ „სიმპსონებმა“ ტრამპზე თავდასხმა იწინასწარმეტყველეს, მცდარია.

 

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.