Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია:გაეროს „პროგრამა 2030“ და სექტემბერში დაგეგმილი სამიტი  მსოფლიო მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად

დეზინფორმაცია:გაეროს „პროგრამა 2030“ და სექტემბერში დაგეგმილი სამიტი მსოფლიო მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად

აგვისტოს 3, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში გაეროს „პროგრამა 2030“-ის მიზნების ფოტოანაბეჭდს ავრცელებს და წერს, რომ გაერო რეკომენდაციას გასცემს მომავალ   სამიტზე, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გაიმართება, შეიქმნას  გლობალური მმართველი ორგანო,  ერთი მსოფლიო მთავრობა: „მათთვის ცნობილი რაიმე სახის „შეუქცევადი გარდამტეხი წერტილების“ თავიდან აცილების მიზნით, გლობალური კაბალა  თავისი შნირებით  რეკომენდაციას უწევენ ყველა სისტემას – „ატმოსფერო (ჰაერი), ჰიდროსფერო (წყალი), ბიოსფერო (სიცოცხლე), ლითოსფერო (დედამიწა) და კრიოსფერო (ყინული) – იმართებოდეს მსოფლიოს ერთი მმართველი ორგანოს მიერ“.

რეალურად, მცდარია მტკიცება, რომ „პროგრამა 2030“ გაეროს მიერ  ახალი მსოფლიო წესრიგისა და მსოფლიო მთავრობის  შესაქმნელად გამოიყენება. პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენიტეტი, რასაც   მთელ თავის სიმდიდრეზე, ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკურ საქმიანობაზე თავისუფლად განახორციელებს. ამავდროულად, „მშვიდობის სამიტი“, რომელიც სექტემბერში ჩატარდება, მიზნად  მულტილატერალიზმის ხელშეწყობას და არა ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნას ისახავს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25-27 სექტემბერს ნიუ-იორკში „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამა“ („პროგრამა 2030“)  მიიღო.  დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის შემდეგი 17 მიზანი უნდა იქნას მიღწეული.  ეს მიზნები, რომლებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს,  ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება, მათ შორის: სიღარიბეს, ღირსეულ სამუშაოს, ხარისხიან განათლებას, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებსა და სხვ. „მიზნები და ამოცანები არის ორწლიანი ინტენსიური საჯარო კონსულტაციებისა და ჩართულობის შედეგი მთელს მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ყველაზე ღარიბ და დაუცველთა ხმებს“, – ნათქვამია გაეროს ვებგვერდზე. პროგრამაში ნახსენები არ არის ერთიანი მსოფლიო მთავრობისა  და მმართველი ორგანოს ჩამოყალიბება.

წყარო: unicef.org

აღსანიშნავია, რომ „პროგრამა 2030“  არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, შესაბამისად,  მათი შესრულება გაეროს წევრი სახელმწიფოების ნებაზეა დამოკიდებული. 

რაც შეეხება 2024 წლის გაეროს „მომავლის სამიტს“, რომელიც 2024 წლის 22-24 სექტემბერს გაიმართება, სამიტის მთავარ მიზნებად სახელდება: გაეროს წესდების ხელახალი დადასტურება; მულტილატერალიზმის (სამი ან მეტი სახელმწიფოს კოორდინირებული ურთიერთობა გარკვეული პრინციპების შესაბამისად) აღორძინება; არსებული ვალდებულებების შესრულებაში ხელშეწყობა;  ახალი გამოწვევების გადაწყვეტაზე შეთანხმება და ნდობის აღდგება.

სამიტის ვებგვერდზე  მსოფლიო მთავრობის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.  სამიტამდე და სამიტის მიმდინარეობისას მოლაპარაკებები გაიმართება პაქტზე სახელწოდებით „პაქტი მომავლისთვის“. ვებგვერდზე განთავსებულია თანაფასილიტატორების მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის, პაქტის ბოლო ვერსია, რომელშიც ვკითხულობთ (Action 41), რომ  მულტილატერალიზმის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ურყევი ერთგულების გარეშე შეიძლება მთელი კაცობრიობა საფრთხის წინაშე დადგეს: „ჩვენ გარდავქმნით გლობალურ მმართველობას და გავაძლიერებთ მულტილატერალურ სისტემას, რათა შევქმნათ სამყარო, რომელიც იქნება უსაფრთხო, მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორი, ინკლუზიური, მდგრადი და აყვავებული“. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მულტილატერალური სისტემის შექმნით, რომლის ცენტრშიც გაერო იქნება, ცდილობენ, არა მარტო გლობალური ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღადგინონ, არამედ ყველა წევრ სახელმწიფოს შესაძლებლობა მისცენ,  მონაწილეობა მიიღონ  გლობალურ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ამდენად, მტკიცება, რომ „პროგრამა 2030“ და გაეროს სამიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გლობალურ მთავრობას აფუძნებს, მცდარია.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.