Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში სტოლტენბერგის ციტატა შეცვლილი სახით ვრცელდება

სოციალურ ქსელში სტოლტენბერგის ციტატა შეცვლილი სახით ვრცელდება

ოქტომბერს 30, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics, საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თითქოს ბოლო უკრაინელამდე ბრძოლის მოწოდება გააჟღერა. პოსტში ვკითხულობთ: „ფაქტია, რომ მთელ ევროპას ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინელი ხალხი!“ (არქივირებული ბმული).

პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც დატანილია CGTN-ის რუსულენოვანი გამოცემის ლოგო. CGTN ჩინური სახელმწიფო მედიაა და მის ოფიციალურ რუსულენოვან ფეისბუქ გვერდზე ამ შინაარსის პოსტი ნამდვილად არის განთავსებული (არქივი). პოსტის აღწერაში ვკითხულობთ:

„«არ შეიძლება რუსეთს მივცეთ უფლება მიაღწიოს წარმატებას“: ნატოს ექს-მეთაური სტოლტენბერგი ბოლო უკრაინელამდე ომისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი, ეს არ არის სიყვარულის გამოვლინება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში და თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის მომავალში. ჩვენ არ შეიძლება მივცეთ უფლება რუსეთს წარმატებას მიაღწიოს. ბრძოლა თავისუფლებისთვის უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მოცემული ციტატა სტოლტენბერგის განცხადების შესახებ მეტ ინფორმაციას გვაძლევს. ციტატიდან ცხადია, რომ ფოტოზე დატანილი წარწერა, რომ ნატოს ყოფილი გენმდივანი ბოლო უკრაინელამდე ბრძოლისკენ მოწოდებას აჟღერებს, მედიის მხრიდან პოლიტიკოსის განცხადების მანიპულირებული ინტერპრეტაციაა. ციტატის მიხედვით, სტოლტენბერგი რუსეთის გამარჯვების დაუშვებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებაზე საუბრობს. CGTN-ის პოსტი საშუალებას გვაძლევს განცხადების პირველწყაროს მივაკვლიოთ.

ნატოს ყოფილმა გენმდივანმა და ნორვეგიის ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა მოცემული განცხადება 23 ოქტომბერს უნგრეთში გააკეთა. სტოლტენბერგი უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავზე სიტყვით გამოვიდა და გაავლო პარალელი საბჭოთა რეპრესიებსა და უკრაინის წინააღმდეგ ახლა მიმდინარე ომს შორის. სრულ გამოსვლაში სტოლტენბერგმა უნგრეთის დედაქალაქში 1956 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. 1956 წელს ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო, რაც ნოემბერში საბჭოთა კავშირმა ძალის გამოყენებით, მათ შორის - ტანკების საშუალებით ჩაახშო.

იენს სტოლტენბერგმა სწორედ ამ კონტექსტში უკრაინის თავისუფლების ბრძოლა შეადარა უნგრეთის თავისუფლებისთვის ბრძოლას, რაც საბოლოოდ დასრულდა უნგრეთის დამოუკიდებლობითა და ნატოსა და ევროკავშირის წევრობით (მე-6 წუთიდან). „ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი, ეს არ არის სიყვარულის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში და თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის მომავალში. ჩვენ არ შეიძლება მივცეთ უფლება რუსეთს წარმატებას მიაღწიოს. ბრძოლა თავისუფლებისთვის უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შესაბამისად, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რუსეთის წარმატების დაუშვებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი სრული გამოსვლის მოსმენა ცხადს ხდის, რომ მას ფოტოზე დატანილი ან პოსტში მოცემული მტკიცების შინაარსის მქონე განცხადება არ გაუკეთებია.

 

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.