Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
რა თქვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოზე საარჩევნო პერიოდში საინფორმაციო მანიპულაციების შესახებ

რა თქვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოზე საარჩევნო პერიოდში საინფორმაციო მანიპულაციების შესახებ

ოქტომბერს 28, 2026 · Verified Facts · Verdict: Missing Context · საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელებში ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, არქივირებული ბმული 1, 2) საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის ციტატა, რომელშიც ის თითქოს ამბობს, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის იმის მაგალითი, როგორ აჯერებენ საზოგადოებას ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის შედეგად, რომ არჩევნები გაყალბდა.

ციტატა, რომელიც ხშირად გვხვდება ქართულ სოციალურ ქსელებში შემდეგი შინაარსის არის: „ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო — საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ“.

ეს ციტატები ლორან ნუნიესის განცხადებას არასწორად გადმოსცემს, რადგან ის მისი გამოსვლის ორ ნაწილს აერთიანებს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მინისტრი საქართველოში საინფორმაციო მანიპულაციებით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციაზე საუბრობდა. სინამდვილეში, ნუნიესს  არ უთქვამს, რომ საქართველოს არჩევნები არ გაყალბებულა ან არჩევნების შესახებ ყველა კრიტიკული განცხადება დეზინფორმაცია იყო.

ლორან ნუნიესმა საფრანგეთის სენატში 2026 წლის 20 ოქტომბერს წარადგინა  კანონპროექტი, რომელიც დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოურ ჩარევასა და საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლას ეხებოდა. გამოსვლის სრული ჩანაწერი გამოქვეყნებულია საფრანგეთის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ნუნიესმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება დღეს მხოლოდ ქვეყნის საზღვრებსა და ქუჩებში აღარ წყდება. მისი თქმით, ციფრულ სივრცეში ყალიბდება ადამიანების მოსაზრებები და დემოკრატიული არჩევანი, ხოლო სოციალურ ქსელებში მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებამ საზოგადოებაზე შეიძლება მძიმე გავლენა მოახდინოს.

შემდეგ მან რამდენიმე ქვეყანა დაასახელა და განაცხადა, რომ „საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო საარჩევნო პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციების სამიზნე გახდნენ“.

ფრანგულ ორიგინალში გამოყენებულია ფორმულირება manipulations d’informations d’ampleur en période électorale, რაც ინფორმაციის ფართომასშტაბიან მანიპულირებას ნიშნავს და არა უშუალოდ ბიულეტენების გაყალბებას ან არჩევნების შედეგების შეცვლას.

ამის შემდეგ ნუნიესმა რუმინეთის შემთხვევა ახსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ონლაინ ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის გამო გაუქმდა.

მინისტრმა მოგვიანებით საინფორმაციო ოპერაციებით დემოკრატიის დესტაბილიზაციის ზოგადი მექანიზმი განმარტა: მისი თქმით, დემოკრატიის დასაზიანებლად აუცილებელი არ არის უშუალოდ კენჭისყრის ორგანიზებაში ჩარევა და რომ შესაძლებელია საზოგადოებას არჩევნების მანიპულირებულად მიჩნევა აიძულონ. ასეთ ვითარებაში ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, მოქალაქეთა ნდობა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ კი ზიანდება: "

Depuis 2016, chaque scrutin a fait l'objet de manoeuvres étrangères de déstabilisation. Le service de vigilance et de protection contre les ingérences numériques étrangères (Viginum) a ainsi détecté vingt-cinq opérations d'ingérence lors des élections européennes et législatives de 2024, et cinq grandes opérations durant les municipales de mars 2026.

Pour déstabiliser une démocratie, il n'est pas nécessaire d'intervenir dans l'organisation d'un scrutin : il suffit de faire croire qu'il a été manipulé. Le doute devient alors une arme politique, et la confiance des citoyens dans leurs institutions en est la première victime."

ქართული თარგმანი:

"2016 წლიდან მოყოლებული, თითოეული არჩევნები უცხოეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობების სამიზნე გახდა. უცხოური ციფრული ჩარევისგან დაკვირვებისა და დაცვის სამსახურმა (Viginum) 2024 წლის ევროპარლამენტისა და საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩარევის 25 ოპერაცია გამოავლინა, ხოლო 2026 წლის მარტში გამართული მუნიციპალური არჩევნების პერიოდში — ხუთი მასშტაბური ოპერაცია.

დემოკრატიის დესტაბილიზაციისთვის არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა აუცილებელი არ არის — საკმარისია, საზოგადოებას დააჯერო, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი, რაც ზიანდება, მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ."

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ქართული ტექსტი ნუნიესის გამოსვლის ორ ნაწილს აერთიანებს: პირველში მინისტრი საქართველოს საინფორმაციო მანიპულაციების სამიზნე ქვეყნებს შორის ასახელებს, მეორეში კი ზოგადად განმარტავს, როგორ შეიძლება არჩევნების მიმართ უნდობლობის გამოყენება დემოკრატიის დესტაბილიზაციისთვის.

მინისტრის სიტყვებიდან არ გამომდინარეობს, რომ მან საქართველოს რომელიმე კონკრეტული არჩევნების კანონიერება ან საბოლოო შედეგები შეაფასა. მას არ დაუკონკრეტებია რომელ არჩევნებს გულისხმობდა, ვინ იდგა საქართველოში საინფორმაციო მანიპულაციების უკან, რა მანიპულაციური საინფორმაციო გზავნილები ვრცელდებოდა, მანიპულაციას ხელისუფლება, ოპოზიცია, უცხო სახელმწიფო თუ სხვა აქტორი ახორციელებდა და იყო თუ არა საქართველოს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები რეალური. ნუნიესს ასევე არ უთქვამს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბების შესახებ ყველა, ან რომელიმე განცხადება მცდარი იყო.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები მინისტრის ნათქვამს კონტექსტს უცვლის და ტოვებს მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს მან საქართველო იმის მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ აჯერებენ საზოგადოებას არჩევნების გაყალბებას ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის შედეგად.

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.