Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ადვოკატ კახა წიქარიშვილის პოზიციას სრულად არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ადვოკატ კახა წიქარიშვილის პოზიციას სრულად არ ასახავს

ოქტომბერს 8, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Law, Politics
Share

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადვოკატ კახა წიქარიშვილს პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდებები ბადრაგის მიმართ, გავრცელებული კადრების საფუძველზე, საეჭვოდ მიაჩნია.

ინტერვიუს სრული ვერსიიდან ცხადია, რომ წიქარიშვილის კომენტარები მის მიერვე მანამდე რამდენიმე წუთით ადრე წარმოთქმული ბრალდების მხარდამჭერი კომენტარების დასაბალანსებლად იყო ნათქვამი.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია ადვოკატი კახა წიქარიშვილი, რომელიც სატელევიზიო არხ, „ტვ პირველის“ თოქ-შოუში საუბრობს და კომენტარს აკეთებს საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის მიერ ციხის თანამშრომლების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებულ ბრალდებებს ეხება (დაარქივებული ბმული). კადრებში ჩანს, წიქარიშვილის კომენტარი, რომელშიც ის ამბობს, რომ მასალაში არსებული ზოგიერთი დეტალი სავარაუდო სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო არგუმენტებს იძლევა. ვიდეოზე თანდართულია აღწერა, რომ წიქარიშვილმა გადაცემის წამყვანს იმედები გაუცრუა სექსუალური ძალადობის ბრალდებების საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანით. ერთობლიობაში პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს წიქარიშვილი გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს.


2026 წლის 2 ოქტომბერს, ადვოკატი კახა წიქარიშვილი სტუმრად იმყოფებოდა ტვ პირველის გადაცემაში "თეა ადეიშვილის დღის ამბები", სადაც განხილვის საგანი იყო პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდება მასზე ციხის ბადრაგის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ. სწორედ ამ გადაცემიდანაა ამოჭრილი ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო.

ვიდეოში წიქარიშვილი ამბობს: „ამ ეპიზოდში, ამ სცენარში, ერთი მხარე რაც გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს - ანუ ესეც უნდა ვთქვათ, რაღაცები აქ გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს...“ და შემდეგ ხსნის, რომ ფაქტი, რომ პენიტენციურის თანამშრომლები კამერისკენ არ იყურებიან, შესაძლოა მეტყველებდეს ამ ბრალდების საწინააღმდეგოდ.

კომენტარების სრული ვერსიის გაცნობისას ნათელი ხდება, რომ მოცემულ ვიდეოში გამოყენებული მონაკვეთის უშუალოდ წინ, ბატონი წიქარიშვილი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის იმ საეჭვო ნაწილებზე, რომლებიც კითხვებს აჩენს და შესაძლოა მიუთითებდეს, რომ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ნამდვილად აქვს საფუძველი.

მხოლოდ ამის შემდეგ გადადის იგი შესაძლო პრეტენზიებსა და კონტრარგუმენტებზე, რითაც, როგორც ჩანს, ცდილობს წარმოადგინოს დაბალანსებული პოზიცია და წინასწარ გაითვალისწინოს იმ ადამიანების პრეტენზიები, ვინც შესაძლოა მას არ ეთანხმებოდეს. ამის შემდეგ ის კვლავ აგრძელებს იმაზე საუბარს, თუ რა საეჭვო გარემოებები იკვეთება ვიდეოდან, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ვიდეოზე სტანდარტული სამედიცინო თუ ფიზიკური შემოწმება არ არის ასახული.

მხოლოდ იმ კადრების გამოყენებას, სადაც ბატონი წიქარიშვილი სექსუალური ძალადობის ბრალდებების კონტრარგუმენტებს განიხილავს, და მისი კომენტარების იმ უფრო დიდი ნაწილის იგნორირება, სადაც იგი ბრალდებების სასარგებლო არგუმენტებზე საუბრობს, მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს და უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს წიქარიშვილის პოზიციაა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ.

See all posts

Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.