Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში თომას როკერმანის ვიდეო ყალბი თარგმანით ვრცელდება

სოციალურ ქსელში თომას როკერმანის ვიდეო ყალბი თარგმანით ვრცელდება

სექტემბერს 28, 2026 · Verified Facts · Verdict: Altered · საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელში გავრცელდა გერმანელი პოლიტიკოსის, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" თომას როკერმანის ვიდეო (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული 1, 2), რომელშიც ის გერმანიის კანცლერს მიმართავს და მას მოღალატეს უწოდებს, ადანაშაულებს ამერიკისა და კომპანია "ბლექროკის" დავალებების შესრულებაში გერმანიის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ. ვიდეოში არსებული თარგმანის მიხედვით, როკერმანი ასევე უხამსი სიტყვებით მიმართავს ევროკომისიის პრეზიდენტს, მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. იდენტური ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს (ბმული 1, 2, 3, არქივი 1, 2).

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" პოლიტიკოსების სახელით ყალბი თარგმანის შემცველი ვიდეოები ვრცელდება. გასულ თვეებში "ჯეოფაქტსმა" იდენტური ტაქტიქით გავრცელებული მასალები გამოააშკარავა პარტიის ლიდერის ალის ვაიდელის და სვენ ტრიტშლერის შემთხვევაშიც (ბმული 1, 2, 3).

თომას როკერმანის აღნიშნული გამოსვლის საძიებლად "ჯეოფაქტსმა" YouTube-ზე პარტიის ოფიციალური გვერდი გადაამოწმა, სადაც პარტიის წარმომადგენლების ვიდეოები იდენტური ვიზუალით, მარჯვენა ზედა კუთხეში პარტიის ლოგოთი ქვეყნდება. აღნიშნულ გვერდზე Thomas Röckemann-ის სახელის ძიებით რამდენიმე ვიდეო ჩნდება, მათ შორისაა, 2026 წლის 9 ივლისს გამოქვეყნებული, რომელშიც პოლიტიკოსის ტანსაცმელი და უკანა ფონი ემთხვევა სოციალურ ქსელში რუსული თარგმანით გავრცელებულ ვიდეოს (არქივი). ვიდეოს აღწერით ირკვევა, რომ პოლიტიკოსი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის პარლამენტში გამოდის და იმ ემიგრანტებზე საუბრობს, რომლებიც გერმანიაში კრიმინალს სჩადიან.

ვიდეოს YouTube-ის ავტომატური ინგლისურენოვანი თარგმანიც ახლავს თან, რითიც ირკვევა რომ პოლიტიკოსი დანაშაულის ჩამდენი ემიგრანტების წარმოშობის ქვეყენაში დაბრუნების ინიციატივით გამოდის. ვიდეოს გერმანულენოვან ტრანსკრიპტში "მერცისა" და "ლაიენის" სახელით ძიებისას შედეგები არ არის, რაც ადასტურებს, რომ პოლიტიკოსს თავის გამოსვლაში კანცლერსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრზე არ უსაუბრია.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი თარგმანი ყალბია. თომას როკერმანს აღნიშნულ გამოსვლაში მერცსა და ლაიენზე არ უსაუბრია.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.