Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პროტესტი "არაბიზაციას" არ უკავშირდება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პროტესტი "არაბიზაციას" არ უკავშირდება

ივლისს 16, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლის კოლაჟს წარმოადგენს (არქივირებული ბმული). ვიდეოს აღწერის თანახმად, ის სერბეთსა და ალბანეთში "არაბიზაციის" წინააღმდეგ გამოსვლას ასახავს.

პირველი კადრი, რომელიც ვიდეოში ჩნდება მართლაც ალბანეთში მიმდინარე აქციას ასახავს. ვიდეოს ამ ნაწილში ჩანს, რომ კადრები ევრონიუსს ეკუთვნის. ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტით იძებნება იდენტური ვიდეო, რომელიც ევრონიუსმა გამოაქვეყნა. ევრონიუსის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვიდეოში ასახული პროტესტი ალბანეთში არა არაბულ ინვესტიციას ან ემიგრანტების არაბული ქვეყნებიდან შემოსვლას, არამედ ჯარედ კუშნერთან დაკავშირებულ ელიტურ კურორტის პროექტს უკავშირდება.

ცნობისთვის, ადრიატიკის სანაპიროზე დაგეგმილ ტურისტულ პროექტს, რომელშიც კუშნერის კომპანია Affinity Partners ერთ-ერთი ინვესტორია, მთავრობა პროექტს მხარს უჭერს, თუმცა აქტივისტები ფიქრობენ, რომ ის საფრთხეს შეუქმნის დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს. მათი თქმით, კუნძულ საზანსა და ზვერნეცის ტერიტორიაზე მშენებლობა დააზიანებს ფლამინგოების (დაცული სახეობა) და სხვა ცხოველების ჰაბიტატს. სწორედ ამიტომ, პროტესტის სიმბოლოდ ვარდისფერი ფლამინგო აირჩიეს.


ვიდეოს მომდევნო კადრი, სადაც ჩანს პოლიციელებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იმავე პროტესტს უკავშირდება.



რაც შეეხება მომდევნო კადრებს, რომლებშიც საპროტესტო მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ჩანს, სადაც პროტესტი მონაწილეები ფოიერვერკებს იყენებენ, აღნიშნული სერბეთში, ქალაქ ბელგრადში საპროტესტო აქციას ასახავს. თუმცა, ეს აქცია ანტისამთავრობო შინაარსის იყო, სადაც მოქალაქეები კოვიდპანდემიის კონტექსტში შემოღებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.


მომდევნო კადრი ალბანეთის ქალაქ ტირანაში 2025 წლის აქციებს ასახავს, სადაც მოქალაქეები მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და საარჩევნო დარღვევებს აპროტესტებდნენ.

ამდენად, ვიდეოში ნაჩვენები საპროტესტი გამოსვლები "არაბიზაციას არ უკავშირდება.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.