Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში დოკუმენტური ფილმის სარეკლამო პოსტერი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში დოკუმენტური ფილმის სარეკლამო პოსტერი მანიპულაციურად ვრცელდება

ივლისს 15, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Climate change
Share

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტერის ფოტოზე დაყრდნობით, გამავრცელებელი ამტკიცებს, რომ პოსტერის შინაარსი ასახავს გერმანული საზოგადოების დამოკიდებულებას ბავშვების ყოლის საკითხზე.
ღია წყაროებში ძიება აჩვენებს, რომ პოსტერი დოკუმენტური ფილმის რეკლამას წარმოადგენს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა გერმანულენოვანი პოსტერის ფოტო, რომელზეც ვხედავთ წარწერას შეკითხვის ფორმით "Zukunft oder Klimakiller?" (გერმანულიდან: "მომავალი თუ კლიმატის მკვლელი?"). პოსტერზე ქალია ასახული ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად (დაარქივებული ბმული). პოსტერზე დაყრდნობით გამავრცელებელი ამბობს "ადამიანი არის მათთვის ნახშირბადი რომლის შემცირებასაც ცდილობენ.ეს არის მათი კლიმატის ცვლილება." პოსტერის გარდა გამავრცელებელი ასევე პოსტავს ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული პასუხის ფოტოანაბეჭდს მის შეკითხვაზე თუ საიდან გაჩნდა ტერმინი "კლიმატის მკვლელი" ბავშვებთან მიმართებაში.

გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება თავად პოსტერის ფოტოდან შეგვიძლია დავიწყოთ. პოსტერის ქვედა ნაწილში ვხედავთ დამატებით წარწერებს - Re: Wie wir ticken, Reportagen aus Europa, Mo-Fr 19:40 und 24/7 auf arte.tv (გერმანულიდან "Re: როგორ ვმოქმედებთ, რეპორტაჟები ევროპიდან, ორშაბათი პარასკევი 19:40 და 24/7 arte.tv-ზე").

აღნიშნულიდან აშკარაა, რომ პოსტერი გადაცემის რეკლამაა. გადაცემას Re: ჰქვია და ის ფრანკო-გერმანულ არხ Arte-ზე გადის, როგორც პოსტერზე აღწერილია ყოველ სამუშაო დღეს 19:40-ზე და ასევე ხელმისაწვდომია არხის ინტერნეტ პორტალზე. ვებსაიტზე გადაცემა საკუთარ თავს შემდეგნაირად ახასიათებს: "ახლოდან, ავთენტური, ნამდვილი: ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ ყველაფრის ცენტრში არიან. სულ 30 წუთში Re: მაყურებელს საშუალებას აძლევს ჩაეფლოს ცხოვრების სხვადასხვა სტილში და მათ თვალწინ აცოცხლებს ევროპის მრავალფეროვნებას."

გადაცემის კონკრეტულ სერიას, რომლის პოსტერიც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ჰქვია: "Re: Kinderlos dem Klima zuliebe?" (გერმანულიდან: "უშვილო კლიმატის გამო?"). აღნიშნული სერიის რეკლამას არხის ფეისბუქ გვერდზეც ვხვდებით 2020 წლის 22 სექტემბერს (არქივი). მოკლე ვიდეოში, რომელიც რეკლამის სახით არის გამოყენებული, ვხედავთ სწორედ პოსტერზე ასახულ ქალბატონს და ორ ბავშვს.

აღსანიშნავია, რომ გადაცემა სწორედ იმ საკითხს აშუქებს, რომელიც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის მეორე ფოტოზე, ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებულ პასუხშია განხილული, კერძოდ კი ბრიტანეთში არსებულ Birthstrike მოძრაობას, რომლის წევრებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ბავშვების ყოლაზე უარს ამბობენ.

მსგავსი შინაარსის პოსტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წარსულშიც გავრცელებულა და შესაბამისად ავტორიტეტულ მედია ორგანიზაციებს AFP-ს და Euronews-ს ამ საკითხზე ფაქტების გადამოწმების სტატიებიც აქვთ დაწერილი.


See all posts

An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.