Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის კომენტარები კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბილ გეითსის კომენტარები კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ივლისს 14, 2026 · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ბილ გეითსის ვიდეოზე დაყრდნობით, გამავრცელებელი ამტკიცებს, რომ გეითსი გადაწყვეტს რომელი ადამიანი იქნება სამომავლოდ საჭირო და რომელი ჩანაცვლდება ხელოვნური ინტელექტის მიერ.
ბილ გეითსის სრული კომენტარები ცხადად აჩვენებს, რომ გეითსი ასეთი გადაწყვეტილების მიმღებად არა საკუთარ თავს, არამედ ზოგადად კაცობრიობას მოიაზრებს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მოკლე მონაკვეთი ბილ გეითსის ინტერვიუდან, სადაც ის ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანების მომავალზე საუბრობს (დაარქივებული ბმული). მონაკვეთის გამავრცელებლის მტკიცებით, ბილ გეითსი აპირებს თავად გადაწყვიტოს მომავალში რომელი ადამიანი შეინარჩუნებს სამსახურს და რომელი ჩანაცვლდება ხელოვნური ინტელექტის მიერ.

ბილ გეითსის ინტერვიუ, საიდანაც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული მონაკვეთია აღებული, აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლის NBC-ის ეთერში გავიდა. გეითსი პოპულარული ამერიკელი კომედიანტის, ჯიმი ფელონის გადაცემას The Tonight Show-ს სტუმრობდა. ინტერვიუს დროს საუბარი, სხვა მრავალ თემასთან ერთად, შეეხო ხელოვნურ ინტელექტსაც და კაცობრიობის მომავალს ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით.

წამყვანმა ბილ გეითს სთხოვა მარტივი ტერმინოლოგიით, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გასაგებად აეხსნა თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. გეითსმა საპასუხოდ ისაუბრა, რომ მოსალოდნელია ბევრი სერვისი, რომელიც ადრე რთულად ხელმისაწვდომი ან ძვირი იყო, ხელოვნური ინტელექტის წყალობით უფასო ან ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მასებისთვის, რის მაგალითადაც მან სამედიცინო სფერო და განათლება დაასახელა.

ამის საპირწონედ, ბილ გეითსმა ასევე თქვა, რომ დადებით მხარეებს ასევე მოჰყვება გაურკვევლობა თუ როგორი იქნება მომავალი სამუშაო ბაზარი, რაზე და რა სიხშირით იმუშავებენ ადამიანები, რაც გეითსის აზრით სამართლიანად იწვევს შფოთვას.

სწორედ ამ კონტექსტში წამყვანმა გეითსს მორიგი კითხვა დაუსვა: "კვლავაც დაგვჭირდება ადამიანები?" რაზეც გეითსის პასუხი იყო "უმრავლესობა რაღაცებისთვის არა." ამან დარბაზში სიცილი და წამყვანის გაოცება გამოიწვია. ფელონმა სატირულად იმედი გამოთქვა, რომ კომედიური გადაცემების წასაყვანად ადამიანები კვლავაც საჭირო იქნებიან.

გეითსმა ამის შემდგომ გააგრძელა განმარტება, რომ კაცობრიობა გადაწყვეტს რომელი სფეროები შეინარჩუნოს ადამიანების ჩართულობისთვის და რომლები გადააბაროს ხელოვნურ ინტელექტს. მაგალითისთვის, გეითსმა თქვა, რომ დიდი ალბათობით ადამიანებს არ ექნებათ სურვილი რობოტების მიერ ბეისბოლის თამაშს ან სხვა ნებისმიერ სპორტს უყურონ, თუმცა რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, წარმოებას და ტრანსპორტირებას, გეითსის აზრით ამ სფეროებში ხელოვნური ინტელექტი ბევრ პრობლემას გადაჭრის.

აღნიშნული კომენტარებისას გეითსი მუდმივად საუბრობდა ჩვენობითი ფორმით, ამბობდა რა "ჩვენ მოვიფიქრებთ", "ჩვენ გადავწყვეტთ". ინტერვიუს კონტექსტის გათვალისწინებისას აშკარაა, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზე ან მის გარშემო ვიწრო წრეზე კი არ საუბრობდა, არამედ ზოგადად კაცობრიობაზე, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ერთიანობაზე.


See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.