Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ყალბია ინფორმაცია, თითქოს ესტონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს უკრაინას სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმების ორგანიზებაში

ყალბია ინფორმაცია, თითქოს ესტონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს უკრაინას სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმების ორგანიზებაში

ივლისს 3, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ მედიაში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს ესტონეთი მზად არის დაეხმაროს უკრაინას სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმების ორგანიზებაში (არქივირებული ბმული). ამ მტკიცების წყაროდ ციტირებულია ესტონეთის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მადის როლი. იდენტური მტკიცება გავრცელდა რუსულენოვან წყაროებში (ფეისბუქზე: ბმული 1, 2, 3, არქივი, ინსტაგრამზე ბმული 1, 2, 3, 4, არქივი) სინამდვილეში მადის როლს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ეს ინფორმაცია ყალბია.

ეს ყალბი ამბავი სათავეს იღებს 1 ივლისს გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერიდან, რომელიც რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა (ვლადიმირ კუზნეცოვი და ალექსეი სტოლიაროვი) გაავრცელეს. გავრცელებული ჩანაწერი ვირუსულად გაავრცელეს რუსულმა სახელმწიფო და მასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11). დეზინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც, რომელმაც ესტონეთის საწინააღმდეგოდ იდენტური ბრალდებები გააჟღერა.


აღსანიშნავია, რომ ვოვანი და ლექსუსი რუსული საინფორმაციო ოპერაციებში ხშირად ფიგურირებენ. გასულ წელს "ჯეოფაქტსი" მათ მიერ განხორციელებულ სხვა პრანკებზეც წერდა, რომლებიც რუსული სახელმწიფო პროპაგანდის მხარდამჭერი ნარატივების გაძლიერებას ემსახურებოდა.

ამ შემთხვევაში პრანკერები დაუკავშირდნენ ესტონეთის (მადის როლი) და ლიეტუვის (დეივიდას მატულიონისი) ეროვნული უსაფრთოების მრჩევლებს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის სახელით და მათ უკრაინული დრონების მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე ესაუბრნენ.

ესტონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ოფიციალური განმარტებით, მადის როლს რამდენიმე თვის წინ რუსმა პრანკერებმა მოტყუებით დაურეკეს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის სახელით და რომ შემდეგ ამ ჩანაწერის მანიპულირებული ვერსია გავრცელდა, ხოლო ამ საუბრის დროს არავითარი საიდუმლო ინფორმაცია არ გაჟღერებულა (არქივი). მადის როლმა ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ პრანკერებთან საუბარში იგი მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ უკრაინას უნდა დაეხმარონ იმ მიზნით, რომ დრონებმა ესტონეთის ტერიტორიამდე არ მიაღწიონ. მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ ეს სიტყვები დაამახინჯა და საკუთარი ნარატივის შესაბამისად წარმოაჩინა.

ეს ზარი რუსმა პრანკერებმა, როგორც ჩანს, მაისში განახორციელეს, როდესაც მართვადაკარგული უკრაინული დრონები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ, ერთ მათგანი კი ესტონეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მიუხედავად ამისა, ბალტიისპირეთის ქვეყნების შეფასებები ამასთან დაკავშირებით საკმაოდ თავშეკავებული იყო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ კი 29 ივნისს Financial Times-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გზააბნეული დრონების არსებობა ის ფასია, რადაც ღირს რუსეთზე დარტყმების განხორციელება.

რაც შეეხება ჩანაწერს, რეალურად, ვოვანის და ლექსუსის მიერ გავრცელებული ორიგინალური ვიდეოს გაცნობის შემდეგ ეს მტკიცება არ დასტურდება.

ჩანაწერში, რომელიც 2 ივლისს გავრცელდა, რუსი პრანკერები, რომლებიც თავს რუსტემ უმეროვად ასაღებენ, ბოდიშს იხდიან უკრაინული დრონების მიერ ბალტიისპირეთ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. კონკრეტულად მადის როლთან საუბრისას, პრანკერები გამოთქვამენ სინანულს, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა და ამბობენ, რომ “ომი მიდის, და ასეთი რაღაცეები ხდება” და რომ უკრაინის “სამიზნეები სანკტ პეტერბურგის მიდამოებში იყო”, ხოლო უკრაინას არ სურდა ესტონეთისთვის ზიანის მიყენება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მზად არიან, მოახდინონ მეტი კოორდინაცია ესტონეთთან. ამის შემდეგ მადის როლი მათ სთავაზობს დახმარებას კოორდინაციაში ესტონურ უწყებებთან მუშაობისას. საუბარში ასევე ისმის, თითქოს როლი ამბობს, რომ მათი თავდაცვის სამინისტროები უკვე იღებენ ძალისხმევას კოორდინაციის კუთხით. სრული ჩანაწერიდან ცხადი ხდება, რომ მადის როლი მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებაში კოორდინაციას გულისხმობს და არა თავდასხმაში დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ სანკტ პეტერბურგს გასაჯაროებულ დიალოგში პრანკერები ახსენებენ და არა მადის როლი. ასევე ხაზგასასმელია, რომ თავად საუბარი ინგლისურ ენაზეა, ხოლო მას რუსული გახმოვანება ადევს, რაც შეუძლებელს ხდის ზუსტად გაარკვიო, თუ რომელი მხარე რას ამბობს. თუმცა, იმ დიალოგში, მათ შორის, არც რუსულად გახმოვანებულ ნაწილში, მადის როლი სანკტ პეტერბურგს არ ახსენებს და არაფერს ამბობს იმის შესახებ, თითქოს ესტონეთი მზად არის უკრაინულ მხარეს დაეხმაროს პეტერბურგზე იერიშების მიტანაში.


See all posts

Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.