Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სატანისტური პარკი ოსლოში თუ ნორვეგიელი ხელოვანის არასტანდარტული შემოქმედება?

სატანისტური პარკი ოსლოში თუ ნორვეგიელი ხელოვანის არასტანდარტული შემოქმედება?

მაისს 28, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო
Share

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის გამავრცელებლის მტკიცებითაც, იგი ასახავს სატანისტურ მოტივებს.
პარკი ნორვეგიელი მოქანდაკის, გუსტავ ვიგლანდის შემოქედების ღია მუზეუმია.
არაფერი ადასტურებს, რომ გუსტავ ვიგლანდის შემოქმედება სატანისადმი თაყვანისცემის იდეებით იყო შთაგონებული.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც წინააღმდეგობრივი ქანდაკებებით სავსე პარკს ასახავს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს გამავრცელებლის, ისევე როგორც თავად ვიდეოზე დადებული რუსული ტექსტის მტკიცებით, ქანდაკებები ნორვეგიელთა სატანურ იდეებს უკავშირდება.

გავრცელებული ვიდეო ოსლოში მდებარე ვიგლანდის პარკს ასახავს, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი მოქანდაკის, გუსტავ ვიგლანდის შემოქმედება ღია ცისქვეშაა გამოფენილი. პარკთან ასევე მდებარეობს ვიგლანდის მუზეუმი, სადაც შედარებით უფრო მცირე ზომის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

უდავოა, რომ ვიგლანდის პარკში არსებული ქანდაკებების ნაწილი დამთვალიერებლის მიერ ექსცენტრიულად და უცნაურადაც კი შეიძლება იყოს აღქმული. მიუხედავად ამისა, ასევე საკმაოდ ცხადია, რომ ქანდაკებების შემქმნელ ხელოვანს თითოეული ნამუშევრის მიმართ თავისი ხედვა ჰქონდა.

პარკში არსებული ცენტრალური ნიმუში, რომელსაც "მონოლითი" ეწოდება და ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოშიც არის ნაჩვენები, წარმოადგენს 17 მეტრის სიმაღლის სვეტს, რომელიც 121 ადამიანის ფიგურას მოიცავს. სვეტში სხვადასხვა ასაკის ქალების და მამაკაცების ფიგურებია გაერთიანებული, ხოლო წვერში კი ბავშვების ფიგურებიც გვხვდება. ვიგლანდის პარკის ვებსაიტზე არსებული განმარტებით, "მონოლითი" აღიქმება როგორც ერთგვარი აღდგომის სიმბოლო, რომელიც ადამიანების სურვილსა და სწრაფვას ასახავს სულიერებისკენ. ვებსაიტზე ასევე ციტირებულია თავად ავტორის სიტყვები: "ეს სვეტი ჩემი რელიგიაა".

არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გუსტავ ვიგლანდი რაიმე სახით დაკავშირებული იყო სატანის განდიდებასთან. ზოგიერთი წყარო გვეუბნება, რომ ის ბავშვობიდან გატაცებული იყო რელიგიით, სულიერებით, ქანდაკებებითა და ხის მასალაზე მუშაობით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიგლანდის პარკში განთავსებული უამრავი ნამუშევრიდან, ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ნიმუშებად აღებულია ყველაზე ექსცენტრიული და უცნაური მაგალითები, რამაც კონკრეტული რელიგიისა და მსოფლმხედველობის ადამიანებში შეიძლება სატანურ იდეებთან ასოციაცია გამოიწვიოს.

ვიდეოში არაა წარმოდგენილი პარკში არსებული უამრავი სხვა ქანდაკების მაგალითი, რომლებიც ბევრად უფრო ბუნებრივად გამოიყურებიან და რომელთა უკან მდგომი იდეების სატანის თაყვანისცემასთან დაკავშირება საკმაოდ რთული იქნებოდა. ვიგლანდი პარკის ვებსაიტის ან ღია წყაროებში არსებული ფოტოების დათვალიერება ბევრი მსგავსი ქანდაკების ნახვის საშუალებას იძლევა.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ როგორც სხვა ნებისმიერი სახის ხელოვნებაში, ქანდაკებების შემთხვევაშიც აღქმები ყოველთვის სუბიექტურია და უფრო ხშირად ასახავს მაყურებლის მსოფლმხედველობასა და ღირებულებებს, ვიდრე ხელოვნების ნიმუშის ობიექტურ მნიშვნელობას. ეს მარტივად დადასტურებადია ვიგლანდის ქანდაკებების მნიშვნელობის შესახებ ღია წყაროებში ძიებით.

გუსტავ ვიგლანდს თავისი ნამუშევრების დეტალური ინტერპრეტაციები არ დაუტოვებია, რაც დამთვალიერებელს ფართო გზას უხსნის მის ნამუშევრებს საკუთარი თვალით შეხედოს და მათზე თავისი აზრები თავისუფლად ჩამოაყალიბოს.

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.