Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად ჩაფხუტების ტარებას არ აიძულებდნენ

უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად ჩაფხუტების ტარებას არ აიძულებდნენ

მარტს 11, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ სკოლის მოსწავლეებს ლუცკში სპეციალური ფორმების ჩაცმასა და ე.წ. ხსოვნის ჩაფხუტის ტარებას აიძულებდნენ, უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად.
ინფორმაცის თან ერთვის ფოტოები.
თანდართული ფოტოები პროგრამულად დამუშავებულია, საფუძვლად კი 2019 წლით დათარიღებული ფოტოებია გამოყენებული.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ სკოლის მოსწავლეებს ლუცკში უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად სპეციალური ფორმების ჩაცმასა და ე.წ. ხსოვნის ჩაფხუტის ტარებას აიძულებდნენ (არქივირებული ბმული).



ზემოთ მოცემული ფოტოების უკუძიებას საძიებო სისტემების მეშვეობით უკრაინის სოფელ გლუშიცკის გიმნაზიის ოფიციალურ ვებგვერდამდე მივყავართ. აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია ფოტოების თავდაპირველი ვერსიები, სადაც ბავშვებს ჩაფხუტები არ აფარიათ. გვერდზე განთავსებული პოსტი, ფოტოების ჩათვლით, 2019 წლის 21 მაისით არის დათარიღებული, ხოლო ასახული ღონისძიება კი იმავე წლის 16 მაისით.





ვებგვერდზე ასევე განმარტებულია თუ რას უკავშირდება ბავშვების განსაკუთრებული ჩაცმულობა. ღონისძიება უკრაინის ეროვნული ტანსაცმლის, ვიშივანკის დღის აღსანიშნავად გაიმართა. ფოტოებში ბავშვებს სწორედ ვიშივანკები აცვიათ.

აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება, სავარაუდოდ, უკავშირდება უკრაინელი სკელეტონისტის, ვლადისლავ ჰერასკევიჩის ამბავს, რომელსაც 2026 წლის მილანო კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე დისკვალიფიკაცია მისცეს. აღნიშნული უკავშირდებოდა ჰერასკევიჩის მიერ სპეციალური ჩაფხუტის ტარებას, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოები იყო ასახული. მიუხედავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან გაფრთხილებისა, ჰერასკევიჩმა უარი თქვა სხვა ჩაფხუტის გამოყენებაზე, რის შემდეგაც მან ოლიმპიადიდან დისკვალიფიკაცია მიიღო. პროგრამულად დამუშავებული ფოტოების გავრცელების მიზანი ისეთი შთაბეჭდილების შექმნაა, თითქოს უკრაინა სკოლის მოსწავლეებს აიძულებდა სკელეტონისტ ჰერასკევიჩისთვის ჩაფხუტების ტარებით დაეჭირათ მხარი.

აღნიშნულ დეზინფორმაციას უკრაინული Gwaramedia და Stop Fake-ც გამოეხმაურნენ.


See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.