Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

მარტს 16, 2026 · Verdict: Altered · Politics

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები, რომლებშიც ისინი კაბასა და დიადემაში არიან გამოწყობილნი.
ფოტოების გამავრცელებლების მტკიცებით, ისინი ჯეფრი ეპსტინის ფაილებიდანაა ამოღებული.
ფოტოები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გამოსახულნი არიან აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და ინგლისელი, აწ უკვე გარდაცვლილი, ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი. სხვადასხვა ფოტოში ისინი გამოწყობილნი არიან პრინცესის კაბასა და დიადემაში. ფოტოების გამავრცელებლის მტკიცებით, ისინი ჯეფრი ეპსტინის ფაილებიდან, ე.წ. ეპსტინის ბიბლიოთეკიდანაა ამოღებული.

კლინტონისა და ჰოკინგის ამსახველ ერთობლივ ფოტოებს თან ერთვის ასევე AI დეტექციის ვებგვერდების ფოტოანაბეჭდები, რომლებიც თითქოს კლინტონისა და ჰოკინგის ერთობლივი ფოტოებზე მიუთითებენ, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ არ არის შექმნილი.

პირველი ნაბიჯი, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ ფოტოებისა და მტკიცებების გადამოწმება, არის პირველ ფოტოზე მითითებული ნომრის გადამოწმება, რომელიც, მტკიცების მიხედვით, უნდა შეესაბამებოდეს ფოტოს ნომერს ეპსტინის ფაილებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარმოებულ ე.წ. ეპსტინის ბიბლიოთეკაში ამ ნომრის ძიება არ იძლევა არანაირ შედეგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეპსტინის ბიბლიოთეკაში ფაილების სახელები იწყება ასოთა კომბინაციით EFTA და შემდგომ ნომერი, არა უბრალოდ E + ნომერი.

ზოგადად როგორც ბილ კლინტონი, ისე სტივენ ჰოკინგი, ნამდვილად იძებნებიან ე.წ. ეპსტინის ბიბლიოთეკაში და ამაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებსაც აქვთ სტატიები დაწერილი. ამ სტატიებში ზემოთ მოყვანილი ფოტოები არ ფიგურირებს.

მოცემული ფოტოების გადამოწმება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აღმომჩენ ხელსაწყო Hive Moderation-ში გვაძლევს პასუხს, რომ ისინი დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. ხელსაწყო ასახელებს იმ ხელოვნურ ინტელექტსაც, რომელიც სავარაუდოდ იყო გამოყენებული ფოტოს შექმნაში - პირველ ორ შემთხვევაში ეს არის Grok Imagine, ხოლო მესამე შემთხვევაში Stable Diffusion.

შედეგები ბევრად უფრო არაერთგვაროვანია კიდევ ერთი ხელსაწყოს, Sight Engine-ის გამოყენებისას. აქ ცალკე აღებული კლინტონის ფოტო კვლავაც ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის მაღალ ალბათობას გვიჩვენებს, ხოლო კლინტონისა და ჰოკინგის ერთობლივი ფოტოების შემთხვევაში, მითითებული ალბათობა უფრო საშუალო ან დაბალია.

ეს შედეგები ხაზს უსვამს, რომ დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის აღმომჩენი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენება დაზუსტებულ პასუხს ვერ მოგვცემს, რადგან ეს ხელსაწყოები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი.

გავრცელებული ფოტოების უკუძიებას შესაბამის საძიებო სისტემებში მივყავართ ფეისბუქ ჯგუფამდე სახელად Crazed AI (შეშლილი ხელოვნური ინტელექტი). აღნიშნული ფოტოები სავარაუდოდ თავდაპირველად სწორედ აქ გამოქვეყნდა. მომხმარებელ Marc-André Lavoie ამ ჯგუფში არაერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული და თითოეული მათგანი დასათაურებული აქვს როგორც "ფოტო E+ნომერი ეპსტინის ფაილებიდან". მათ შორისაა ის ფოტოები, რომლებსაც საქართველოში გავრცელდა. თავად ის ფაქტი, რომ ფოტოები ქვეყნდება ჯგუფში სახელად "შეშლილი ხელოვნური ინტელექტი" გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ფოტოები სწორედ ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

აღნიშნულ ჯგუფში გამოქვეყნებულ სხვა ფოტოებს ამერიკული ფაქტების გადამოწმების ავტორიტეტული ორგანიზაცია Snopes-იც გამოეხმაურა და ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილად შეაფასა.


See all posts

An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.