Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ფიგურირებს თუ - არა ემანუელ მაკრონი ეპსტინის ფაილებში?

ფიგურირებს თუ - არა ემანუელ მაკრონი ეპსტინის ფაილებში?

თებერვალს 27, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომლის თანახმადაც მაკრონი გეია და ამის შესახებ ინფორმაცია ჯეფრი ეპსტინის ფაილებშია. ინფორმაცია რუსულმა ანგარიშებმაც გაავრცელეს, (1; 2; 3; 4) ხოლო რუსეთის პირველმა არხმა მტკიცებას სიუჟეტიც კი მიუძღვნა.

მტკიცებულებად მოყვანილია მიმოწერის ფოტოანაბეჭდი (ფოტო იხ. ქვემოთ). (დაარქივებული ბმული).

საგულისხმოა, რომ აღნიშნული მიმოწერა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში ნამდვილად იძებნება, თუმცა მას რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლავს. მაგალითად, ფრაზა "მაკრონის ბოიფრენდი" (რითაც სოციალური ქსელის ანგარიშები ასკვნიან, რომ მაკრონი გეია) მიმოწერაში მართლაც ნახსენებია, მაგრამ გაურკვეველია თავად ეპსტინი წერს ამას, თუ ვინმე სხვა, ვინაიდან ავტორის სახელი შავი მართკუთხედითაა დაფარული.

მიმოწერაში უცნობი პირის თანამოსაუბრე სტივ ბენონია - დონალდ ტრამპის ყოფილი უფროსი მრჩეველი მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში. თუმცა, მოყვანილი ფოტოანაბეჭდითა და მასში მაკრონის ხსენებით, ეპსტინის მაკრონთან კავშირის მტკიცება საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულ მიმოწერაში მხოლოდ იმ დროს გავრცელებულ ჭორებს განიხილავენ. (იხ. მიმოწერის თარგმანი ქვემოთ)

"უცნობი პიროვნება: სხვა პიკანტურ დეტალებთან ერთად, მაჩვენეს მაკრონის ბოიფრენდის ფოტო. ოჰ, როგორი თვალთმაქცობაა…

ბენონი:

მართლა?

„ჯარისკაცი“…

უცნობი პიროვნება:

ეს ახალ მნიშვნელობას აძლევს ფრაზას „არ შეგეშინდეს, მე ზურგს გაგიმაგრებ“

ან „გახსოვდეთ, ფრანგები თქვენს ზურგს უკან დგანან“

როდის იქნება „დამზადებულია ვიეტნამში“-ს შემდეგი ეპიზოდი?

ბენონი: ხვალ. დღეს დააანონსეს.

უცნობი პიროვნება:

მოდი, სტრატეგიაზე ვისაუბროთ, რადგან ნოემბერი უფრო პრობლემატური ჩანს. ხომ არ გინდა მთელი დრო კომიტეტიდან კომიტეტზე სიარულში გაატარო."

ამგვარად, მიმოწერის მოცემულ ნაწყვეტში არ არის არანაირი ინფორმაცია, რაც მაკრონის ეპსტინთან კავშირს დაადასტურებდა. რაც შეეხება მტკიცებას მაკრონის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით. როგორც რუსული დამოუკიდებელი მედია The Insider წერს, ერთ-ერთი პირველი ვინც აღნიშნული ჭორი გაავრცელა რუსული სამთავრობო მედია Sputnik იყო. მათ 2017 წლის თებერვალში იმ პერიოდში მაკრონის კონკურენტ პარტია „რესპუბლიკელებიდან“ საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნიკოლას დუიკის ინტერვიუ გამოაქვეყნეს, სადაც ის ამბობდა, რომ მაკრონის უკან ძალიან ძლიერი გეი-ლობი იდგა, რაც ბევრ რამეს ამბობდა.

ამის შემდეგ ინტერნეტში მაკრონის მისამართით დამცინავი, ჰომოფობიური კომენტარები გავრცელდა, მათ შორის მისი და მისი დაცვის წევრის, ალექსანდერ ბელანასთან გადაღებული ფოტოების ქვეშ.

ჭორების ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს თავად მაკრონმა, თავისი პარტიის წევრებთან გამოსვლისას, ხუმრობით განაცხადა, რომ ბენალა მისი საყვარელი არ ყოფილა. ამბავი აიტაცეს ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემებმაც კი, როგორიცაა The Guardian, ხოლო ტაბლოიდები, როგორიცაა Daily Mail, აქტიურად ჰყვებოდნენ ამ ჭორებს.

ვინაიდან ჭორის გავრცელების პერიოდი და ზემოაღნიშნული მიმოწერა დროში ემთხვევა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მიმოწერაში სწორედ ამ ჭორს განიხილავენ.

ამგვარად, გავრცელებული მტკიცებები არ დასტურდება.


See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.