Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
შეიძინა თუ - არა ზელენსკიმ P-Diddy-ის სასახლე?

შეიძინა თუ - არა ზელენსკიმ P-Diddy-ის სასახლე?

იანვარს 25, 2026 · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

მტკიცება, რომ ზელენსკიმ P.Diddy-ის სასახლე შეიძინა არ დასტურდება.
მტკიცებულებად მოყვანილია ვიდეო ამერიკული ტაბლოიდის TMZ-ის ლოგოთი, თუმცა TMZ-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.
ვიდეოში ნაჩვენებია შესყიდვის დოკუმენტი, თუმცა მსგავსი დოკუმენტის ფოტო ინტერნეტსივრცეში მარტივად იძებნება.
არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ P.Diddy-ს სახლი გაიყიდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი პროდიუსერისა და რეპერის შონ კომბსის (იგივე P.Diddy) სასახლე 61 მილიონ დოლარად შეიძინა. იდენტური მტკიცება რუსულენოვანმა მედიებმა და სოციალური ქსელის ანგარიშებმაც ვირუსულად გაავრცელეს. (1; 2; 3; არქივირებული ბმული)

მტკიცებულებად მოყვანილია ვიდეო, რომელიც თითქოს ამერიკულ ტაბლოიდს TMZ-ის ეკუთვნის და მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს შესყიდვის ხელშეკრულება.

სინამდვილეში, ვიდეო მრავალ უზუსტობას შეიცავს.

პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ TMZ-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში (Instagram; Facebook; X; YouTube) ზელენსკის მიერ P.Diddy-ის სახლის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება. მსგავსი ინფორმაცია არც სხვა მედიებს გაუვრცელებიათ. მტკიცებას და ვიდეოს მხოლოდ სოციალური ქსელის არასანდო ანგარიშები ავრცელებენ. (1; 2; 3)

ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ TMZ-მ მოიპოვა ხელშეკრულება, რომელსაც ხელს P.Diddy-ის მარჯვენა ხელი ტარიკ ბრუკსი და კვიპროსული კომპანია Aldoante LTD-ის დირექტორი სვეტლანა პიშანსკა აწერენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიზუალის დოკუმენტის მოძიება ინტერნეტსივრეში ძალიან მარტივია. (იხ. ფოტოები)

ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

https://gorokhovskylaw.com/wp-content/uploads/2020/04/sample-deed2.png?w=448

ფოტო ინტერნეტიდან

რაც შეეხება, სახლს, რომელიც თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა შეიძინა.

ამერიკელმა რეპერმა კალიფორნიის შტატში, Holmby Hills-ში მდებარე სახლი გასაყიდად 2024 წლის სექტემბერში განათავსა. ჩანაწერების თანახმად, 2025 წლის 24 დეკემბერს სახლი გაყიდვიდან მოხსნეს, თუმცა უცნობია, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

ვიდეოში ნათქვამია, რომ სწორედ ამ სახლს იყენებდა P.diddy ე.წ. "Freak off" წვეულებებისთვის, თუმცა როგორც ამერიკული მედია წერს, Diddy-ის ყოფილი პარტნიორის კესი ვენტურას ჩვენების თანახმად, Diddy "Freak off" წვეულებებს ამ სახლში არ მართავდა.

შესაბამისად, ინტერნეტსივრცეში არ იძებნება ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ P.Diddy-მ სახლი ნამდვილად გაყიდა, და რომ ეს სახლი ზელენსკიმ შეიძინა.

გავრცელებულ მტკიცებას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა და X-ზე დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, 2024 წლის 16 სექტემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში ცნობილი მილიარდერი რეპერი და მუსიკალური პროდიუსერი შონ კომბსი, იგივე Diddy სამი ბრალდებით დააპატიმრეს: რეკეტი, სექსუალური ტრეფიკინგი იძულებით, ძალით ან მოტყუებით, ტრანსპორტირება პროსტიტუციის მიზნით. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, Diddy აწყობდა წვეულებებს სახელწოდებით Freak Off-ს (ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების არაკონსესუალური სქესობრივი აქტები). ბრალდების თანახმად, ბრალდებული და მისი პარტნიორები, სავარაუდოდ, ტყუილითა და მუქარით აუპატიურებდნენ ქალებს, რომლებიც, ასევე იძულებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. 2025 წლის ოქტომბერში Diddy-ის პროსტიტუციის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეში 50-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

საგულისხმოა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რუსული პროპაგანდა უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად ავრცელებს მსგავსი შინაარსის მტკიცებებსა და დეზინფორმაციას. ასეთი შემთხვევები „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია. მაგალითად, 2024-2025 წლებში ვრცელდებოდა მტკიცება, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ლონდონში 20 მლნ დოლარად სასახლე შეიძინა. 2024 წელს ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა. 2024 წელს რუსული ანგარიშები წერდნენ, რომ ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა. ყველა ეს მტკიცება ყალბი აღმოჩნდა.


See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.