Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ეპსტინის ფაილებში არ დასტურდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულში ფიგურირებს

ეპსტინის ფაილებში არ დასტურდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულში ფიგურირებს

იანვარს 21, 2026 · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომლის თანახმადაც ჯეფრი ეპსტინის ფაილების თანახმად, ზელენსკი ადამიანთა ტრეფიკინგში იყო ჩართული, არ დასტურდება;
რუსულენოვანი წყაროები წერენ, რომ ფაილებში არსებული წერილის მიხედვით ზელენსკი შესაძლოა თანამშრომლობდა ჟან-ლუკ ბრუნელთან, ეპსტინის გარემოცვის წევრთან, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა;
უკრაინული მედიის თანახმად, ფაილებში ბრუნელის უკრაინასთან, კერძოდ, უკრაინულ სამოდელო სააგენტოებთან კავშირი იკვეთება, თუმცა ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი მათ თანამშრომლობას არ ადასტურებს.
წერილში არანაირი მტკიცებულება არ არის მოყვანილი, რაც, ერთი მხრივ, ზელენსკისა და ბრუნელს შორის სავარაუდო კავშირს, ხოლო, მეორე მხრივ, ზელენსკის ტრეფიკინგთან კავშირს დაადასტურებდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტის სახელი ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპსტინის ფაილებში ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით ფიგურირებს. სტატია ამტკიცებს, რომ აღნიშნული აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში დასტურდება. (არქივირებული ბმული) საგულისხმოა, რომ იდენტური მტკიცებები რუსულენოვან სოციალურ ქსელებსა და მედიაშიც გავრცელდა. (1; 2; 3)

ქართულენოვან სტატიაში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რის საფუძველზეც ზელენსკის ეპსტინთან და ადამიანებით ვაჭრობასთან აკავშირებენ. რუსულენოვან წყაროებში კი მოხსენიებულია წერილი, რომელიც 2024 წლით თარიღდება. რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული წერილი ზელენსკის შესაძლო თანამშრომლობაზე მიუთითებს ჟან-ლუკ ბრუნელთან - ფრანგ სამოდელო აგენტთან და ჯეფრი ეპსტინის ახლო გარემოცვის წევრთან, რომელმაც 2022 წელს, პედოფილიასა და ადამიანთა ტრეფიკინგში ბრალდების შემდეგ თავი მოიკლა. აღნიშნულ წერილზე, რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ ის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა მედიამ ნამდვილად გაავრცელა დოკუმენტები, რომლითაც ბრუნელის უკრაინასთან, კერძოდ, უკრაინულ სამოდელო სააგენტოებთან კავშირი იკვეთებოდა. მაგალითად, წარმოდგენილი ფაილები მოიცავს მიმოწერას უკრაინული სამოდელო სააგენტოს Linea 12 Models-ის დირექტორს მაშა მანიუკსა და ჟან-ლუკ ბრუნელს შორის. წერილებიდან ჩანს, რომ 2010-იან წლებში ბრუნელი საზღვარგარეთ მუშაობისთვის უკრაინაში მოდელებს ეძებდა.

მანიუკმა უკრაინულ მედიასთან განმარტა, რომ ეს მხოლოდ შეკითხვები იყო და არც ერთს არ მოჰყოლია თანამშრომლობა, ხოლო ყველა წინადადება უკრაინელი მოდელების ნიუ-იორკში სამუშაოდ გაგზავნის შესახებ უარყოფილ იქნა. დოკუმენტებში არ არის ნახსენები ვოლოდიმირ ზელენსკი ან სხვა რომელიმე მაღალი რანგის უკრაინელი ოფიციალური პირი. შესაბამისად, არსბული მასალებით ზელენსკის სამოდელო სააგენტოსთან კავშირი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოქვეყნებულ მასალებში არ დასტურდება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ფაილებში ზელენსკის სახელი ნამდვილად იძებნება, თუმცა ძირითადად ეს ახალი ამბების სათაურები ან სტატიებია, რომლებიც ელექტრონული ფოსტით FBI-ის თანამშრომლებს ეგზავნებოდა. ისინი, სავარაუდოდ, მის 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიას უკავშირდება. ეპსტინის მიმოწერაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ყოფილი მრჩეველ მიროსლავ ლაიჩაკთან, ჯეფრი ეპსტინი ინტერესდებოდა პეტრო პოროშენკოს საარჩევნო მეტოქის გამარჯვების შანსებით, რაც, უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, სავარაუდოდ ზელენსკის ეხებოდა.

ერთ-ერთ ფაილში არსებულ წერილში, რომლის ავტორის სახელი ცნობილი არ არის, ავტორი წერს: (იხ.გვ. 10)

"DID ZYLENSKI SAY THAG HE WAS GOING TO STOP THE TRAFFICKING OF CHILDREN AND WOMAN? WHY IS THE MEDIA SO QUIET THAT UKRAIN IS INVOLVED IN THE EPSTEIN TRAFFICKING RING?

JEAN LUC BRUNEL WASNT UN UKRAINE FOR THE WEATHER, JUST SAYING HEY ZELENSKY!!" (სტილი დაცულია)

"თქვა თუ არა ზელენსკიმ, რომ ბავშვებითა და ქალებით ვაჭრობას შეაჩერებდა?

რატომ არის მედია ასეთი ჩუმი იმაზე, რომ უკრაინა ეპშტეინის ტრეფიკინგის ქსელშია ჩართული?

ჟან-ლუკ ბრუნელი უკრაინაში ამინდის გამო არ ყოფილა, უბრალოდ ვამბობ: ჰეი, ზელენსკი!!"

აღსანიშნავია, რომ წერილი საკმაოდ საეჭვო შინაარსისაა. მაგალითად, ცნობილი არ არის წერილის ავტორი, მითითებული თარიღის თანახმად 2025 წლის 4 მარტსაა გაგზავნილი, ეპსტინის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ. ამასთან, წერილებში არანაირი მტკიცებულება არ არის მოყვანილი, რაც, ერთი მხრივ, ზელენსკისა და ბრუნელს შორის კავშირს, ხოლო, მეორე მხრივ, ზელენსკის ტრეფიკინგთან კავშირს დაადასტურებდა. რუსული მედიების მასალები ეფუძნება უცნობი პირის წერილს, რომელიც ეპსტინის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოთქვამს გაკვირვებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გააკეთა ზელენსკიმ განცხადება ეპსტინის უკრაინასთან შესაძლო კავშირების შესახებ.

See all posts

Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.