Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა

რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა

ივლისს 16, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ჩანს შუახნის ქალი, რომელიც ავტომობილს წინ ეღობება და შემდგომ მოულოდნელად გონებას კარგავს. ვიდეოს აღწერის თანახმად: „ხარკოვში, უკრაინის კომისარიატმა ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩიდან ომში წაიყვანა. დედა ინსულტით ადგილზე გარდაიცვალა“ (1; 2; 3; 4).

2025 წლის 8 ივლისს ხარკივის სოციალური მხარდაჭერის ცენტრმა (ТЦК) Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რითაც შემთხვევას ეხმაურებოდნენ. პოსტში წერია, რომ ცენტრის ჯგუფის მიერ პოლიციის თანამშრომელთან ერთად ჩატარებული ოპერაციის დროს, ერთ-ერთ მოქალაქეს სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტები შეუმოწმეს. დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მას გაყოლა შესთავაზეს, რათა ცენტრში მონაცემები დაეზუსტებინათ და სამხედრო-სამედიცინო კომისიის გავლასთან დაკავშირებით მიმართულება მიეცათ. ცენტრი აღნიშნავს, რომ მოქალაქე ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მივიდა მათ ავტომობილთან.

ცენტრის თანახმად, რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა მსუბუქი ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა ასაკოვანი ქალი, რომელიც საკუთარ თავს სამხედრო ვალდებულის დედად წარადგენდა. მან დაიწყო ყვირილი და ავტომობილების გადაადგილებას აფერხებდა. ცენტრი პოსტში აღნიშნავს, რომ გონების დაკარგვის შემდეგ მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს საჭირო დახმარების გასაწევად, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

როგორც ცენტრის Facebook-პოსტში წერია: „წინასწარი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოციალური მხარდაჭერის ცენტრი წარმომადგენელთა მხრიდან აღნიშნული მოქალაქის მიმართ არანაირი უკანონო ქმედება არ განხორციელებულა“.

უკრაინულ მედია Волинська Служба Новин: VSN-სთან საუბრისას ხარკივის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ოლენა სობოლევსკამ განაცხადა, რომ ქალი არ გარდაცვლილა.

ინფორმაცია გადაამოწმა უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ StopFake.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც, ქალი ინსულტით გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.