Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ემანუელ მაკრონი მზის სათვალით თვალის დაავადების გამო ჩნდება

ემანუელ მაკრონი მზის სათვალით თვალის დაავადების გამო ჩნდება

იანვარს 23, 2026 · Verified Facts

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში ვრცელდება სპეკულაციები, თითქოს ემანუელ მაკრონს მეუღლემ სცემა და სწორედ ამის გამო უწევს მზის სათვალის ტარება;

  • ფრანგულ მედიასთან ექიმმა ჯიმი მოჰამედმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამომწვევი რისკ-ფაქტორები ახსნა;

  • არც ერთ სანდო წყაროში არ დასტურდება, რომ ბრიჯიტ მაკრონს პრეზიდენტის თვალის მდგომარეობასთან რაიმე კავშირი აქვს.

 

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომლებშიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მზის სათვალით გამოსვლაა ასახული. ვიდეოებს თან ახლავს აღწერები, რომლებიც მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი სათვალით ცოლის ძალადობის შედეგად გაჩენილ კვალს ფარავს.

2026 წლის 15 იანვარს შეიარაღებულ ძალებთან ყოველწლიურ მისალოც შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მიმართა, რა დროსაც მას  მარჯვენა თვალი  ჩაწითლებული ჰქონდა. მიმართვის დროს მან ხუმრობით საკუთარი დაზიანება „ვეფხვის თვალს“ (Eye of the Tiger) შეადარა, როგორც მიზანდასახულობის სიმბოლო და აუდიტორიას თვალის „უსიამოვნო“ შესახედაობისთვის ბოდიშიც მოუხადა.

წყარო: RTL

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, ემანუელ მარკონი ყველა საჯარო შეკრებაზე მზის სათვალით ჩნდება, მათ შორის, 20-22 იანვარს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც. მისი საჯაროდ, სათვალით გამოჩენის შემდეგ ქართულენოვან სოციალურ ქსელში არაერთი სპეკულაცია დაიწყო, თითქოს პრეზიდენტს სცემეს, უფრო კონკრეტულად კი, მეუღლემ სცემა.

წყარო: abcnews

სინამდვილეში, ლოკალური ფრანგული მედიის ცნობით, პრეზიდენტ მაკრონთან დაახლოებული წყაროების თანახმად, მას თვალში სისხლძარღვი გაუსკდა და სწორედ ამან გამოიწვია თვალის სიწითლე და მოგვიანებით მზის სათვალით სიარულის აუცილებლობა. Radio Télévision Luxembourg-თან ექიმი ჯიმი მოჰამედი მიუთითებს, რომ „პრეზიდენტს აქვს სუბკონიუნქტივალური სისხლდენა, კეთილთვისებიანი მდგომარეობა. თვალის წინა ნაწილში არის კონიუნქტივა, პატარა, გამჭვირვალე მემბრანა. ის ფარავს თვალის ცილას. ამ ადგილას არის ძალიან პატარა, ზედაპირული სისხლძარღვი, რომელიც შეიძლება გასკდეს და თვალის ცილაზე წარმოქმნას წითელი ლაქა”. მისივე თქმით, „ეს მდგომარეობა კეთილთვისებიანია, რადგან მხოლოდ თვალის ზედაპირს აზიანებს. თვალის შიგნით კი სისხლდენას არ იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ადამიანი არ განიცდის ტკივილს ან მხედველობის პრობლემებს. სუბკონიუნქტივალური სისხლდენა იზოლირებულად ხდება და სპონტანურად ქრება ყოველგვარი ჩარევის გარეშე“.

ექიმი მოჰამედი ასევე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სისხლძარღვები ძალიან სუსტია და ადვილად სკდება. მთავარი რისკ-ფაქტორი კი ასაკის მატებაა, ვინაიდან სისხლძარღვები ასაკთან ერთად უფრო სუსტდება. რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ასევე მაღალი არტერიული წნევა, ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ასპირინი. ექიმი მიუთითებს მექანიკურ ფაქტორებზეც – ძლიერი ხველა, თვალში ხელის ამოსმა. მისივე მტკიცებით, აღნიშნული მდგომარეობა ზედმეტი ჩარევის გარეშე ორ კვირაში გადის.

დამატებით, არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემანუელ მაკრონის თვალის პრობლემასთან მის მეუღლეს რაიმე კავშირი აქვს.

ამდენად, მტკიცება, რომ ემანუელ მაკრონი ცოლისგან მიყენებული ტრავმის გამო ატარებს სათვალეს, არ დასტურდება.

See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.