Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოსთან ერთად ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოსთან ერთად ვრცელდება

октябрь 29, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) აღწერით: „ნატო შოკშია. რუსეთის ახალი ბირთვული იარაღის ბურვესტნიკის გამოცდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა“. სინამდვილეში, პოსტში გავრცელებულ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და რუსული ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა  Skyfall (ბურევესტნიკის) გამოცდასთან კავშირი არ აქვს.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის, მიერ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მოხსენებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 21 ოქტომბერს  ბირთვული ძრავით აღჭურვილი კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტა Skyfall, იგივე  „ბურევესტნიკი“ წარმატებით გამოცადეს. მოხსენების თანახმად, რაკეტამ დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იფრინა და 14,000 კილომეტრი დაფარა.

„ბურევესტნიკი“ რუსული კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც ძრავის მუშაობის დროს რადიოაქტიური დაბინძურების გამო „მფრინავ ჩერნობილს“ უწოდებენ. პრეზიდენტ პუტინის თქმით: „ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.

როგორც რუსული სამთავრობო მედია РИА Новости იუწყება, სატესტო გაშვებას რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრი ხელმძღვანელობდა. აქვე გამოქვეყნდა რაკეტის წარმატებული ტესტირების კადრებიც, რომლებიც თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ამავე კადრებს ავრცელებენ სხვა სანდო მედია-საშუალებებიც (The Telegraph, Associated Press, Deutsche Welle).

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ბირთვული იარაღის აფეთქებისა და მისი დამანგრეველი შედეგების კადრებია აღბეჭდილი, რუსეთის მიერ „ბურევესტნიკის“ გამოცდასთან კავშირი არ აქვს. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) თანახმად, იგივე ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში „ბურევესტნიკის“ ტესტირებამდეც, ანუ 21 ოქტომბრამდეც ვრცელდებოდა (1, 2, 3).

საგულისხმოა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ვიდეოს ნამდვილობა არ დასტურდება, რადგან მასზე ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგად რადიოაქტიური კატასტროფაა აღბეჭდილი, მსგავს მოვლენას კი ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ადგილი არ ჰქონია. არაბუნებრივი და ამავდროულად არარეალური კადრები, რომელიც არც ერთ სანდო წყაროს არ გაუვრცელებია, მიუთითებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

Все посты

Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
дек 09, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
дек 25, 2025
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
янв 27, 2026
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
май 05, 2025
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
фев 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.