Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით

ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით

октябрь 13, 2025 · Проверенные факты · Вердикт: В Основном Правда

ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი – 61%-ით

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კუპრაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

10-წლიან პერიოდში, ანტიბიოტიკების გარდა,  ყველა სხვა ძირითად ჯგუფში მედიკამენტების ფასები, ჯამში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუმცა ირაკლი კუპრაძის მიერ დასახელებული მონაცემები (236% და 61%), ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, გადამეტებულია. რეალურად, საქსტატის მონაცემებით, 10-წლიან პრიოდში, 2015 წლის აგვისტოდან 2025 წლის აგვისტომდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი 184.6%-ით გაიზარდა, ხოლო გულსისხლძარღვთა მედიკამენტების — 47.9%-ით.

„ჯეოფაქტსის“ შეფასებით, ირაკლი კუპრაძის განცხადება ფასების ზრდის შესახებ, არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის, განცხადებით, „ყველა აუცილებლად საჭირო მედიკამენტის ფასი გაზრდილია. 2015 წელიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ პირობებში, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი გაზრდილია 61%-ით“.

„ჯეოფაქტსმა“ ირაკლი კუპრაძის განცხადება გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 10-წლიან პერიოდში, 2015 წლის აგვისტოდან 2025 წლის აგვისტომდე, მედიკამენტებზე ფასები, ჯამურად, 49.9%-ით გაიზარდა.

2016 წლიდან 2025 წლამდე ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასების დინამიკა მნიშვნელოვნად მერყეობდა. 2016-2021 წლებში ფასები ყოველწლიურად იზრდებოდა და პიკს მიაღწია 2021 წელს, როდესაც საშუალო წლიურმა ზრდამ 16.5% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი, ძირითადად, იმპორტირებულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული. 2022 წლის იანვრიდან, ქვეყანაში დაშვებულია თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტი, რაც ფასწარმოქმნაზე პირდაპირ აისახა და ფასებიც შესაბამისად შემცირდა. დამატებით, 2023 წელს დაინერგა რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც, ასევე, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავდა მიზნად.

2022-2024 წლებში ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები შემცირდა. 2022 წელს ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასები – 3.1%-ით, 2023 წელს  კი 16.2%-ით შემცირდა. 2024 წელს კლება შენელდა და ცვლილება თითქმის ნულოვანი იყო (-0.7%).

უახლესი მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასები 7.4%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ცხადყოფს, რომ ბაზარზე მედიკამენტების ფასების კლების ტენდენცია შეჩერდა და ისევ ზრდა დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: 2016-2025 წლებში ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასების ცვლილება %,  (12 თვის საშუალო, წინა 12 თვის საშუალოსთან შედარებით)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10 წელში (2025 წლის აგვისტო, 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით) ფარმაცევტული ნაწარმის ფასების ჯამური ზრდა 49.9%-ია, თუმცა ინდივიდუალურად, ზოგიერთი ჯგუფის ცვლილებები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასები 47.9%-ით გაიზარდა, ვიტამინების ფასი მომატებულია 73.0%-ით, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი – 38.2%-ით. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ფასებიც 57.2%-ით გაიზარდა.  ყველაზე მეტად, 184.6%-ით, მოიმატა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ფასმა. გამონაკლისია ანტიბიოტიკები, რომლის ფასიც 35.3%-ით შემცირდა.

გრაფიკი 2: მედიკამენტებზე ფასების ცვლილება ცალკეული ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის აგვისტო, 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 10-წლიან პერიოდში, მედიკამენტების ფასებმა, ანტიბიოტიკების გარდა, ყველა ძირითად ჯგუფში მნიშვნელოვნად მოიმატა. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასები, 2015 წლის შემდეგ, გაზრდილია 184.6%-ით, რაც ნაკლებია ირაკლი კუპრაძის მიერ დასახელებულ 236%-ზე, მაგრამ ზრდის თვალსაზრისით, ძალიან მაღალია. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი ამ პერიოდში გაიზარდა 47.9%-ით, რაც, ასევე, ნაკლებია პოლიტიკოსის მიერ მითითებულ 61%-ზე. შედეგად, ირაკლი კუპრაძის განცხადება, რომ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, ძირითადად, რეალობას შეესაბამება, თუმცა მის მიერ დასახელებული რიცხვები  ოფიციალურ მონაცემებს აღემატება.

Все посты

Дезинформация: McDonald's официально объявил о возвращении на российский рынок
Дезинформация: McDonald's официально объявил о возвращении на российский рынок
май 05, 2025
Дезинформация: Зеленский купил «Мерседес» Гитлера
Дезинформация: Зеленский купил «Мерседес» Гитлера
окт 10, 2024
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
окт 29, 2024
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
май 05, 2025
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.