Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

октябрь 8, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტებელი ანგარიში „ბრძენი კრიტიკოსი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3), TikTok და Instagram არხებზე პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობს: „მივესალმები პოლიტპატიმრებს კაცებსაც და ქალებსაც, ვინც მედგრად არიან ციხეში, რავი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ“. ვიდეოს აღწერაში ანგარიში წერს: „აკაცუკები დაიკიდა“.

ამ მონაკვეთის შემდეგ ვიდეო წყდება და ქმნის წარმოდგენას, თითქოს ელისაშვილის ფრაზა „რავი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ“ პოლიტპატიმრებს მიემართება. სინამდვილეში, გადაცემის სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების დაკავებაზე საუბრობს, აღნიშნული ფრაზაც სწორედ მათ მიემართება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ტვ პირველის“ გადაცემაში „პირდაპირი ეთერი“ სტუმრად 30 სექტემბერს იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე: „ქართული ოცნება“ თავისიანების დაჭერას იწყებს. როგორ ფიქრობთ, მივა, თუ – არა საქმე ალექსანდრე ამისულაშვილამდე? ეს არის კალაძესთან დაახლოებული პირის ოჯახი. მისი მეუღლის ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია ნინო ზარქუა, ირაკლი ზარქუას და, რომლის ქმარიც არის ალექსანდრე ამისულაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი?“ ელისაშვილი პასუხობს:

„გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს, მივესალმები პოლიტპატიმრებს კაცებსაც და ქალებსაც, ვინც ძაან მედგრად არიან ციხეში. რავი, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ნუ ერთი რაზეც მეცინება, რომ ნოდარ მელაძის გადაცემები ეტყობა დაარქივებული ჰქონდათ სუსის ანტიკორუფციულში და იმდენად კარგად იყო იქ ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებული, რომ რაღაც პროკურორის ხელმოწერა ჭირდებოდა მარტო, რომ აგეღო და დაგეჭირა და ბოლო დროს რაც კი დაკავებები იყო, ყველაფერი ნოდარ მელაძის გადაცემაში რა რეპორტაჟებიც გადიოდა წლების განმავლობაში, ვიზე არ ჰქონდათ გაკეთებული, ვიზეც ჰქონდა გადაცემა,  ყველას დაიჭირეს“.

ამდენად, ალეკო ელისაშვილი  კომენტარს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების დაკავების შესახებ აკეთებს.  მის სრულ კომენტარში ჩანს, რომ ფრაზა „რავი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ“, სწორედ ამ პირებს მიემართება. კითხვაზე პასუხის არც ერთ ნაწილში, გარდა მისალმებისა, პოლიტიკოსი პოლიტპატიმრებს არ ახსენებს. შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია.

 

 

Все посты

Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел 5-звездочный отель во Франции
дек 10, 2024
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
дек 09, 2025
Ложь, что украинских школьников заставляли носить шлемы в поддержку олимпийцев
Ложь, что украинских школьников заставляли носить шлемы в поддержку олимпийцев
фев 25, 2026
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
авг 07, 2024
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
июл 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.