Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში საფრანგეთის პოლიციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში საფრანგეთის პოლიციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

март 6, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო (1, 2, 3, 4, 5, 6) (დაარქივებული ბმული), რომელშიც პოლიციის ოფიცრებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირებასა და ძალადობრივად დაკავების კადრებს ვხედავთ. გავრცელებულ პოსტებს აღწერაში მითითებული აქვს: „როგორ აკავებს სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია საფრანგეთში“. რეალურად, ვიდეო ბრაზილიაშია გადაღებული და მასში რიო დე ჟანეიროს პოლიციაა ასახული.

ვიდეოში ცხადად ჩანს პოლიციის უნიფორმა და საპატრულო მანქანა. „ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძებნის ინსტრუმენტით (reverse image search) დაადგინა, რომ ვიდეოში ასახული „რენოს“ ბრენდის საპატრულო მანქანა წარწერით 23 BPM რიო-დე-ჟანეიროს პოლიციას ეკუთვნის. უფრო კონკრეტულად, დადგინდა, რომ ვიდეოში ნაჩვენები მანქანა რიო-დე-ჟანეიროს ლებლონის რეგიონზე პასუხისმგებელი სამხედრო პოლიციის 23-ე ბატალიონის დანაყოფის მანქანაა.

წყარო: 23bpm_pmerj (ბატალიონის ოფიციალური Instagram-გვერდი)

დამატებით, ვიდეოში ვხედავთ პოლიციის ოფიცრის უნიფორმასაც სამხრეებით:

Alamy-ს, ფოტოსურათების შემნახველი პლატფორმის, მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროს შტატის სამხედრო პოლიციის უნიფორმაზე სწორედ ასეთ სამხრეებს ვხვდებით.

ცნობისთვის, ბრაზილიური მედიის GLOBO ცნობით, 2024 წლის სექტემბერში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ლებლონის (23-ე BPM) პოლიციის ორი ოფიცრის თავდასხმაა აღწერილი მოტოციკლეტის მძღოლზე საო კონრადოში, რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ ზონაში. GLOBO-სთვის გაგზავნილ შეტყობინებაში რიოს სამხედრო პოლიცია განმარტავს, რომ ვიდეოში ასახულია 17 სექტემბრის ინციდენტი, როდესაც ოფიცრები ეჭვის ნიადაგზე მოტოციკლეტის მძღოლს მიუახლოვდნენ. სწორედ ამ დროს, მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და მიმალვა სცადა, დაკავებისას კი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ „პოლიციამ გამოიყენა ყველა საჭირო ზომა მოქალაქესთან მიახლოებისთვის“. დაკავებისას პოლიციამ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. გარდა ამისა, დაკავებულს 12 კრიმინალური დარღვევა აღმოაჩნდა: ნარკორეალიზაცია, მანქანის ქურდობა, კომერციული დაწესებულების ძარცვა, ყაჩაღობის მცდელობა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ტრეფიკინგი, კრიმინალური დაჯგუფებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო პოლიციის ცნობით, პოლიციის ოფიცრების ძალადობრივ ქმედებებზე დაწყებულია შიდა გამოძიება. ამ დრომდე გამოძიების შედეგები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

ამრიგად, ვიდეოში ასახული კადრები ავთენტურია, თუმცა მტკიცება, თითქოს საფრანგეთის პოლიცია ძალადობრივად აკავებს სავარაუდო დამნაშავეს, ტყუილია.

Все посты

Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024
Дезинформация: Во время визита в США президента Украины в аэропорту встречали только члены его собственной команды
Дезинформация: Во время визита в США президента Украины в аэропорту встречали только члены его собственной команды
окт 23, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Трамп призовет в армию тех, у кого в профиле в соцсетях фигурирует украинский флаг
Дезинформация: Трамп призовет в армию тех, у кого в профиле в соцсетях фигурирует украинский флаг
мар 05, 2025
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
июл 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.