Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება

ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება

ноябрь 20, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

Facebook-ანგარიში სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ამტკიცებს, რომ ბილ გეითსი შონ კომბსის, იგივე P Diddy-ს წვეულებაზე იმყოფებოდა. ავტორი პოსტს თან ურთავს, სავარაუდოდ, ხელოვნურად გენერირებულ ფოტოს ბილ გეითსის, ჯენიფერ ლოპეზისა და Diddy-ს გამოსახულებით. რეალურად, ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება.

2024 წლის 16 სექტემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში ცნობილი მილიარდერი რეპერი და მუსიკალური პროდიუსერი შონ კომბსი, იგივე Diddy სამი ბრალდებით დააპატიმრეს: რეკეტი, სექსუალური ტრეფიკინგი იძულებით, ძალით ან მოტყუებით, ტრანსპორტირება პროსტიტუციის მიზნით. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, Diddy აწყობდა წვეულებებს სახელწოდებით Freak Off-ს (ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების არაკონსესუალური სქესობრივი აქტები). ბრალდების თანახმად, ბრალდებული და მისი პარტნიორები, სავარაუდოდ, ტყუილითა და მუქარით აუპატიურებდნენ ქალებს, რომლებიც, ასევე იძულებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. შონ კომბსმა თავი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა სასამართლო მას გირაოთი გათავისუფლების უფლებას არ აძლევს. კომბსს 15 წლიდან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთანავე, დანაშაულებრივი წვეულებების გარდა, პროკურატურა Diddy-ს არაერთ ქალზე ძალადობას ედავება.

რეპერის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში  ვირუსულად გავრცელდა ე.წ. სტუმართა სიები, რომელთა მიხედვით, კომბსის დანაშაულებრივ წვეულებებს ჰოლივუდის სხვადასხვა ვარსკვლავი ესწრებოდა. ვარსკვლავები, რომლებიც აღნიშნულ სიაში მოხვდნენ, საზოგადოების მხრიდან არაერთი კონსპირაციული თეორიის ნაწილნი გახდნენ. თეორიის მიხედვით, ისინიც იმგვარად დამნაშავეები არიან, როგორც მასპინძელი Diddy. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება ან დასაბუთებული ეჭვი, რომ Diddy-ს წვეულებების სტუმარი ვარსკვლავები რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულნი. მსგავსი დეზინფორმაცია წარსულში „ჯეოფაქტსმაც“ გადაამოწმა და ტყუილად შეაფასა (იხ. სტატია 1, 2).

რაც შეეხება ბილ გეითსის P Diddy-ს წვეულებებზე დასწრებას და, შესაბამისად, დანაშაულებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღებას, არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება და მხოლოდ უცხოენოვან, საეჭვო რეპუტაციის მქონე მედიებსა თუ სოციალური პლატფორმის გვერდებზე ვრცელდება სარწმუნო წყაროს გარეშე (მაგალითისთვის ბმული 1, 2, 3). ფოტო კი, რომლითაც ბილ გეითსის P Diddy-ს წვეულებაზე დასწრებას ამტკიცებენ, სავარაუდოდ, ხელოვნურადაა გენერირებული და რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, ფოტოში ვხედავთ ისეთ უზუსტობებსა და ნაკლოვანებებს, როგორიც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალური გამოსახულებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, შესამჩნევია ფოტოზე გამოსახული ადამიანების არაბუნებრივად გლუვი ნაკვთები და სხეულის მოყვანილობა (მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ბილ გეითსის (69) ასაკს). საყურადღებოა ასევე ზოგიერთ მონაკვეთში კანის არაბუნებრივი ჩაღრმავება ან ამოზნექილობა.

ეჭვს ბადებს ისიც, რომ, განათებების მიუხედავად, ფოტოში არ ჩანს არანაირი ტიპის ჩრდილი და ამასთანავე ბილ გეითსის გამოსახულებას გარშემო კონტურად მისდევს თეთრი ზოლი მთელ სხეულზე, რაც ასევე არაბუნებრივია. მარცხენა ქვედა კუთხეში კი გამოსახულება სრულად იშლება და მკვეთრი კონტურები და მოხაზულობა ქრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბილ გეითსი წარსულშიც გამხდარა სხვადასხვა ტიპის კონსპირაციული თეორიების ობიექტი. იგი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კოვიდპანდემიის პერიოდში მოექცა მისი 2015 წლის განცხადების გამო, რომელშიც თქვა, რომ კაცობრიობისთვის უდიდესი საფრთხე არა ბირთვული ომი, არამედ ინფექციური ვირუსებია. ბილ გეითსის შესახებ ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მისი პროგრამის მიხედვით, აეროხომალდებით, გენეტიკურად მოდიფიცირებულ კოღოები გაავრცელეს; არსებობს ასევე კონსპირაციული თეორია, რომ ბილ გეითსის „ბულიონის კუბურების“ პროგრამის ფარგლებში, გრაფენის ჩამატებასა და მოსახლეობის ხელოვნურ შემცირებას ცდილობენ. აღნიშნული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა და მცდარად შეაფასა (ბმული 1, 2).

 

Все посты

Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
июл 16, 2024
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
ноя 19, 2025
Информация о том, что Петер Мадьяр под воздействием наркотиков зажарил щенка в микроволновке является ложной
Информация о том, что Петер Мадьяр под воздействием наркотиков зажарил щенка в микроволновке является ложной
апр 29, 2026
Дезинформация: Во время визита в США президента Украины в аэропорту встречали только члены его собственной команды
Дезинформация: Во время визита в США президента Украины в аэропорту встречали только члены его собственной команды
окт 23, 2025
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
дек 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.