Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: მიშელ ობამა P. Diddy-ს სატანისტურ წვეულებაში მონაწილეობდა

დეზინფორმაცია: მიშელ ობამა P. Diddy-ს სატანისტურ წვეულებაში მონაწილეობდა

октябрь 3, 2024 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

Facebook-ანგარიში სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) სათაურით „ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა მონაწილეობდა P. Diddy-ის ,,სატანისტურ” წვეულებაში. მიშელ ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლეა“. რეალურად, მიშელ ობამას P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება.

2024 წლის 16 სექტემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმრეს ცნობილი მილიარდერი რეპერი და მუსიკალური პროდიუსერი შონ კომბსი, იგივე Diddy, რომელსაც სამი ბრალდება წაუყენეს: რეკეტი, სექსუალური ტრეფიკინგი იძულებით, ძალით ან მოტყუებით, ტრანსპორტირება პროსტიტუციის მიზნით. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, Diddy აწყობდა წვეულებებს სახელწოდებით Freak Off-ს (ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების არაკონსესუალური სქესობრივი აქტები). ბრალდების თანახმად, ბრალდებული და მისი პარტნიორები სავარაუდოდ ტყუილითა და მუქარით აუპატიურებდნენ ქალებს, რომლებიც, ასევე იძულებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შონ კომბსმა თავი უდანაშაულოდ ცნო, სასამართლო მას გირაოთი გათავისუფლების უფლებას არ აძლევს. კომბსს 15 წლიდან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთანავე, დანაშაულებრივი წვეულებების გარდა, პროკურატურა Diddy-ს არაერთ ქალზე ძალადობას ედავება. აღსანიშნავია, რომ ადვოკატი ტონი ბაზბის იურიდიულ ფირმაში 120-მდე კერძო საჩივარი შევიდა შონ კომბსის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების, გაუპატიურების მიზნით ნივთიერებების გამოყენებისა თუ სექსუალური ძაალადობის ბრალდებით, მათ შორის არასრულწლოვანებზეც. ადვოკატი საკუთარი კლიენტების სახელით შონ კომბსის წინააღმდეგ ამ მხრივ სარჩელის შეტანას გეგმავს.

რეპერის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში  ვირუსულად გავრცელდა ე.წ. სტუმართა სიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კომბსის დანაშაულებრივ წვეულებებს ჰოლივუდის სხვადასხვა ვარსკვლავი ესწრებოდა. ვარსკვლავები, რომლებიც აღნიშნულ სიაში მოხვდნენ, საზოგადოების მხრიდან არაერთი კონსპირაციული თეორიის ნაწილნი გახდნენ. თეორიის მიხედვით, ისინიც იმგვარად დამნაშავეები არიან, როგორც მასპინძელი Diddy.

რეალურად, სტუმართა სიები ასახავდა იმ ცნობილი ადამიანების სიას, რომლებიც ბრალდებულის ე.წ. White Parties-ის სტუმრები იყვნენ. White Parties მოიაზრებს ბევერლი ჰილსში გამართულ „ვარსკვლავურ“ წვუელებებს, რომელსაც ინდუსტრიის ყველაზე მდიდარი, ცნობილი და გავლენიანი სახეეები ესწრებოდნენ ხოლმე, მაგალითად, ჯენიფერ ლოპეზი, ეშტონ კაჩერი, დემი მური და სხვა. წვეულებები, რომლის დრეს კოდის ყოველთვის თეთრი ტანისამოსი იყო, არ არის მოხსენიებული შონ კომბსისთვის წაყენებულ სამ ბრალდებაში და არ წარმოადგენს დანაშაულებრივ ღონისძიებებს.

თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, პროკურატურმა გარკვეული დარღვევები White Parties-ის მიმდინარეობაშიც აღმოაჩინა უშუალოდ მომუშავე პერსონალის მიმართ. კერძოდ, 2000-იან წლებში აღნიშნული წვეეულებების დაქირავებული თანამშრომელი ადრია ინგლიში აცხადებს, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნარკოტიკული ნივთიერებით გაჟღენთილი სასმელი მისცეს და აიძულეს სხვადასხვა სტუმართან ჰქონოდა სექსუალური აქტი. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება ან დასაბუთებული ეჭვი, რომ White Parties-ის სტუმარი ვარსკვლავები რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულნი.

რაც შეეხება უშუალოდ მიშელ ობამას მონაწილეობას „სატანისტურ“ წვეულებებში, აღნიშნული მტკიცება ვირუსულად ვრცელდება არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოენოვან პლატფორმებზეც (მაგალითისთვის იხ. 1, 2).  მტკიცებულება, რომლითაც მიშელ ობამას Diddy-ს წვუელებებში მონაწილეობის დამტკიცებას ცდილობენ დეზინფორმაციის გამავრცელებლებლი, ჯერჯერობით მოიცავს 4 ივლისს Diddy-ს მიერ გამართული წვეულებიდან ვიდეოს, რომელშიც თეთრებში ჩაცმული ქალი მიშელ ობამად ჰყავთ დასახელებული. რეალურად ვიდეოში აღნიშნული ქალი არა მიშელ ობამა, არამედ მომღერალი ტეიანა ტეილორია.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, მიშელ ობამას შესახებ, ტყუილია.

Все посты

Дезинформация: Зеленский купил «Мерседес» Гитлера
Дезинформация: Зеленский купил «Мерседес» Гитлера
окт 10, 2024
В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
май 21, 2025
Видео, снятое в Кении, подверглось манипуляциям в социальных сетях
Видео, снятое в Кении, подверглось манипуляциям в социальных сетях
май 20, 2025
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
авг 20, 2025
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
июн 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.