Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო რედაქტირებული სახით გავრცელდა

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო რედაქტირებული სახით გავრცელდა

ноябрь 26, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика
Поделиться

სოციალურ ქსელში მომხმარებელი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ე.წ. რეაქციის ტიპის ვიდეოა. ასეთ ვიდეოები პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთ მხარეს მაყურებელი ხედავს მოვლენების მიმდინარეობას, ხოლო მორე მხარეს ვიდეოს ავტორის რეაქციას განვითარებულ მოვლენებზე. სწორედ ამ ტიპის ვიდეო ვრცელდება ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებაც (არქივირებული ბმული). ვიდეოს ზედა ნაწილში ვხედავთ ნანუკა ჟორჟოლიანის რეაქციებს, ხოლო ვიდეოს ქვედა ნაწილში ნაწყვეტს რუსთავი ორის ეთერიდან, რომელშიც გადაცემის სტუმარი პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს იხსენებს. ვიდეო იმგვარადაა რედაქტირებული, თითქოს ნანუკა ჟორჟოლიანს ამ ფაქტებზე ეცინება. ვიდეოს თან ახლავს აღწერაც: „ესეც სასაცილოა?“ ამგვარ აღწერას მაყურებელი დამატებით შეჰყავს შეცდომაში. ვიდეოს თანდართული კომენტარები ადასტურებს, რომ მაყურებელში ნანუკა ჟორჟოლიანის რეაქციამ გაღიზიანება გამოიწვია.

სინამდვილეში ვიდეოს ორიგინალი ვერსია საკუთარ სოციალურ ქსელში თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა წარწერით: „გჯერათ ამ სიგიჟის?“.

ვიდეოს თავდაპირველ ვერსიაში მოცემულია ნანუკა ჟორჟოლიანის რეაქციები სრულიად სხვა ვიდეოზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობისას ანა წითლიძემ გაიხსენა ლერი ბერიტაშვილის ჩვენება „ქართული ოცნების“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე. კომისიაზე ლერი ბერიტაშვილი 2025 წელს წარსდგა. ჩვენებაში მან ვრცლად ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე. ერთ-ერთ მონაკვეთში ბერიტაშვილი მისი დაკავებისა და სავარაუდო წამების მონაკვეთს იხსენებს. ჩვენებაში ის ამბობს, რომ დაკავებისას სახლში შესულმა სპეცრაზმელებმა ორჯერ ესროლეს, ფანჯრიდან გადავარდა, რაღაცას მოეჭიდა, სახურავზე აღმოჩნდა და საკუთარ სახლში ჩავიდა. მოგვიანებით კი წამების დროს ყბა მოტეხეს და დენით გული გაუხეთქეს. საკონსტიტუციო სასამართლოში ანა წითლიძემ ჩვენებიდან ეს მონაკვეთბი გაიმეორა, რასაც სოციალურ ქსელებში კითხვები და რეაქცია მოჰყვა მონაყოლის ნამდვილობაზე. სწორედ ამ მონაკვეთზე რეაქციაა ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეოც.

გავრცელებულ რედაქტირებულ ვერსიაში ლერი ბერიტაშვილის ჩვენება ამოცვლილია უკვე ტელეეთერში სხვა პატიმრის მონათხრობით. რედაქტირების შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული ადამიანის მიერ მოყოლილ სასტიკ ისტორიაზე საკუთარ რეაქციას აზიარებს. ამგვარ რედაქტირებას მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს.

 

Все посты

Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
окт 07, 2025
Дезинформация: На обложке французского журнала «Шарли Эбдо» опубликована очередная карикатура на Зеленского
Дезинформация: На обложке французского журнала «Шарли Эбдо» опубликована очередная карикатура на Зеленского
фев 18, 2026
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
окт 08, 2025
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
июл 02, 2024
Дезинформация, что Гейтс якобы призывает создать «панели смерти»
Дезинформация, что Гейтс якобы призывает создать «панели смерти»
авг 27, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.