Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლის რენე შპრინგერის გამოსვლის რუსულენოვანი თარგმანი გაყალბებულია

პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლის რენე შპრინგერის გამოსვლის რუსულენოვანი თარგმანი გაყალბებულია

ноябрь 5, 2026 · Вердикт: Ложь · Международное
Поделиться

სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსის, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლის რენე შპრინგერის (René Springer) ვიდეო ვრცელდება (ბმული 1, 2 არქივირებული ბმული). აღწერის თანახმად, პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპული კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს. გავრცელებულ ვიდეოში არა ორიგინალი, არამედ პოლიტიკოსის გამოსვლის რუსულენოვანი თარგმანი ისმის. რუსულენოვანი თარგმანის მიხედვით, პოლიტიკოსი ზელენსკის და ლაიენს "კომიკოსად" და "ფუნქციონერად" მოიხსენიებს, რომლებიც "სინამდვილეში არავის აურჩევია" და რომელთაგან ერთი ევროპას ანგრევს, ხოლო მეორე ევროპას ომში ითრევს.

"ჯეოფაქტსმა" YouTube-ზე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" არხზე რენე შპრინგერის იდენტური გამოსვლა მოძებნა, რათა რუსულენოვანი თარგმანის ნამდვილობა გადაემოწმებინა. პოლიტიკოსის ვიზუალის, ასევე, უკან მსხდომი ადამიანების განლაგების, მათი ტანსაცმლისა და ვიდეოში მოცემული სხვა მახასიათებლების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში შპრინგერის 2026 წლის 15 ოქტომბრის გამოსვლაა გამოყენებული. ვიდეოს ორიგინალ მასალაზე არსებული დრო ასევე ემთხვევა გაყალბებული თარგმანის შემცველ ვიდეოზე მითითებულ დროს (11:07).

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ანაბეჭდი

რენე შპრინგერის გამოსვლის Afd-ის ოფიციალურ YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოს ანაბეჭდი

აღნიშნულ გამოსვლას თან ახლავს როგორც ინგლისურენოვანი ავტომატური თარგმანი, ასევე გამოსვლის გერმანულენოვანი ტრანსკრიპტი. ტრანსკრიპტში სიტყვების "Leyen" (ლაიენი) და "Selenskyj" (ზელენსკი) ძებნისას შედეგები არ გვხდება.

როგორც შპრინგერის გამოსვლიდან ირკვევა, ის ძირითადად გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკაზე საუბრობდა და მთავრობის არსებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა, რომელიც მისი თქმით ქვეყნის სოციალურ სისტემას მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება. უკრაინა პოლიტიკოსმა გამოსვლაში ერთხელ ახსენა (1:30 წუთზე) და უკრაინისთვის გაწეული დახმარება გააკრიტიკა, მაშინ როცა, მისი თქმით, გერმანიაში სხვა სოციალური საკითხები გერმანელი მოქალაქეებისთვის გადაუჭრელია. პოლიტიკოსს რუსულენოვან თარგმანში მოცემული სიტყვები არ უთქვამს. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი თარგმანი გაყალბებულია.

ყალბი თარგმანის შემცველ პოსტში მითითებულია ასევე ბმული, რომელსაც ვიდეოს გამავრცელებლის YouTube წყაროსთან მივყავართ. არხის შესწავლისას ირკვევა, რომ YouTube-ანგარიში სახელად АНАЛИТИК_ВАСИЛИЙ_СЕМЕНОВ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ავატარს (ფოტოს) იყენებს და უცნობია ვინ დგას მის უკან, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოებსაც იდენტური სტილი აქვს. გვერდი 2025 წლის ოქტომბერშია შექმნილი და აღწერის თანახმად, მისი მიზანია "მაყურებელს მსოფლიო პროცესების გაგებაში დაეხმაროს". აღნიშნული ანგარიში მსგავსი საინფორმაციო ოპერაციის გამავრცელებელი აქამდეც ყოფილა. 2026 წლის აგვისტოში, "ჯეოფაქტსმა" მსგავსი დეზინფორმაცია გამოავლინა, რომელშიც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლის სვენ ტრიტშლერის გამოსვლა იყო გამოყენებული. მაშინაც, ვიდეოს პირველწყარო YouTube არხი АНАЛИТИК_ВАСИЛИЙ_СЕМЕНОВ იყო.

აღნიშული დეზინფორმაცია იმეორებს აქამდე გავრცელებული საინფორმაციო ოპერაციების ტაქტიკას, რომელიც "ჯეოფაქტს" აქამდეც გამოუვლენია (ბმული 1, 2, 3, 4, 5). დეზინფორმაციის ტაქტიკა შემდეგია - აქტორები ქმნიან YouTube-არხს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გამომუშავებული ავატარით წარმოაჩენენ ანალიტიკოსის არხად და არხზე დეზინფორმაციის შემცველ ვიდეოებს აქვეყნებენ. ყველა ვიდეოში ანტი-უკრაინული ნარატივები ფიგურირებს, რომელსაც, თითქოს, ევროპელი პოლიტიკოსები აჟღერებენ. შემდგომ, YouTube-ის არხიდან ვიდეოს რუსული ანგარიშები სხვა პლატფორმებზე ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ქართულენოვან სივრცეში აღნიშნული ვიდეო მომხმარებელმა სახელწოდებით Universo Humano გააზიარა ჯგუფში "კორონა მაფია" (არქივირებული ბმული). მომხმარებელს ანგარიშის URL-ში მითითებული აქვს სახელი Lela Takidze, პროფილის აღწერაში კი უწერია გადეა გურული. მომხმარებლის მასალებზე არ ვხვდებით სხვა მომხმარებლების გამოხმაურებას, რეაქციებს. სავარაუდოდ, აღნიშნული ანგარიში მსგავსი საინფორმაციო ოპერაციების გასავრცელებლად გამოიყენება.

Все посты

Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
сен 01, 2025
Видео Томаса Рёккемана распространяется в социальных сетях с фальшивым переводом
Видео Томаса Рёккемана распространяется в социальных сетях с фальшивым переводом
сен 28, 2026
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
сен 02, 2025
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
[исправлено] В социальных сетях распространяется поддельный рекламный плакат, приписываемый правительству Украины
июн 30, 2026
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
мар 31, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.