Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ფოტო,თითქოს პარიზის პროტესტის დროს რუსული სუვენირების მაღაზია დაზიანების გარეშე გადარჩა, AI გენერირებულია

ფოტო,თითქოს პარიზის პროტესტის დროს რუსული სუვენირების მაღაზია დაზიანების გარეშე გადარჩა, AI გენერირებულია

октябрь 22, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано
Поделиться

სოციალურ ქსელში გავრცელდა სუვენირების მაღაზიის ფოტო, რომელზეც პუტინის ფოტოა გამოკრული. მაღაზიის გვერდით ჩანს დაზიანებული შენობა, რომლის მინებიც დამსხვრეულია. აღწერის თანახმად, "პარიზში გამართული საპროტესტო აქციების დროს ყველა მაღაზია დაარბიეს — გარდა იმ ერთისა, სადაც პუტინი იყო გამოსახული" (არქივირებული ბმული). იდენტური ფოტო რუსულენოვანმა ანგარიშებმა ვირუსულად გაავრცელეს (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11). გამავრცელებლებს შორის რუსეთის ოფიციალური დიპლომატიური სამსახურების X ანგარიშებიც იყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო გადამოწმებისთვის მნიშვნელოვან დეტალებს შეიცავს. მასზე ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ვიზუალური უზუსტობა შეინიშნება. გარდა ამისა, მაღაზიის დასახელება დამატებით ამბის ნამდვილობის გადამოწმებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, ფოტოზე არსებული ვიზუალური ხარვეზები. მაგალითად, ხარვეზული გამოსახულება შეინიშნება მაღაზიის შიგნით ჩარჩოში ჩასმული ფოტოებზე (იხ. ფოტო 1). ერთი შეხედვით ჩანს, რომ მინაზე გაკრული პორტრეტი და კედლებზე გაკრული ფოტოები კომპოზიციურად მსგავსია და ორივეზე პუტინი უნდა იყოს გამოსახული: ფონად რუსეთის დროშა, ჰალსტუხისა და პერანგის იდენტური ფერები და დგომა. სავარაუდოა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა პუტინის ფოტოები ავტომატურად დააგენერირა მაღაზიის შიდა ინტერიერზეც, თუმცა ფოტოს მოახლოებისას ჩანს, რომ პუტინის სახე ცენტრალურ მინაზე გამოკრული ფოტოსთვის განსხვავებულია და მასზე გამოსახული სახე პუტინისას არ ჰგავს. როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტი უფრო დიდი ობიექტების და ცენტრალური ნაწილების გენერირებისას არის ზუსტი, ხოლო ფონად არსებულ ობიექტების გენერირებისას ხარვეზებს ტოვებს.

ფოტო 1, ცდომილება ცენტრალურ და ფონურ ფოტოებს შორის: ჩარჩოში ჩასმულ ფოტოში წარმოდგენილი ადამიანი პუტინს არ ჰგავს.

დამატებით, ხარვეზი შეინიშნება ქუჩაში მომავალი მამაკის სახის ვიზუალში. მისი ცხვირი და სახის გარკვეული ნაწილი ფონად არსებულ ჩამსხვრეულ მინასთან შერწყმულია და არაბუნებრივად გამოიყურება (იხ. ფოტო 2).

ფოტო 2: მამაკაცის სახის ნაკვთები შერწყმული ფონად არსებულ მინასთან

დამატებით, "ჯეოფაქტსმა" აღნიშნული ფოტო Google-ის ფოტოს უკუძიების (Google lens-ით) ინსტრუმენტით გადაამოწმა. დამსხვრეული შენობის ნაწილის ცალკე ძიებისას აღმოჩნდა, რომ ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს 2018 წელს პარიზში მიმდინარე "ყვითელი ჟილეტების" პროტესტის დროს დაზიანებულ სტარბაქსის შენობას. მსგავსია, როგორც ნამსხვრევები ასევე, შენობის ექსტერიერი, მინის სახურავი, ზედა ფანჯრების ფორმა, რკინის დეტალები.

ფოტო: DailySabah, დეკემბერი 9, 2018

ფრანგული AFP-ის YouTube არხზე ხელმისაწვდომია დაზიანებული შენობის ამსახველი ვიდეოც, სადაც ასევე დასტურდება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსა და 2018 წელს სტარბაქსის დაზიანებულ შენობებს შორის მსგავსება. შესაძლოა, რომ AI გენერირების სწორედ 2018 წლის დაზიანებული შენობის ამსახველი მასალა გამოიყენეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტარბაქსის შენობის გვერდით სუვენირების მაღაზია არ ჩანს. AFP-ის ვიდეოში ჩანს, რომ მის გვერდით საკვები ობიექტია.

თუმცა, რადგან AFP-ის ვიდეო 2018 წლის არის, დამატებით, "ჯეოფაქტსი" შეეცადა Google-ის რუკაზე მოეძებნა მაღაზია, რომლის სახელწოდებაც გავრცელებულ ფოტოზე თითქმის სრულად ჩანს: Souvenir de Ru (კონტექსტიდან გამომდინარე მისი სრული სახელი იქნება Souvenir de Russie). ამგვარი სახელით Google-ის რუკაზე რუსული სუვენირების მაღაზია არ იძებნება. Google-ით ძიებისას პარიზში რუსული სუვენირების რამდენიმე მაღაზია არსებობს (მაგ. Peterhof ,Russ Market&Cafe) თუმცა, არც ერთი მათგანის სახელწოდებაში არ გვხვდება სიტყვა "სუვენირები". ამდენად, პარიზში ამ სახელწოდების მაღაზია არ არსებობს და შესაბამისად, გავრცელებული ამბის ნამდვილობა ამ კუთხით არ დასტურდება.

ამდენად, როგორც ფოტოზე არსებული უზუსტობები, ასევე, მაღაზიის არ არსებობა მიუთითებს, რომ გავრცელებული ამბავი რეალობას არ შეესაბამება.

Все посты

Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
окт 18, 2024
В социальных сетях распространяется видео Свена Тритшлера с поддельным переводом
В социальных сетях распространяется видео Свена Тритшлера с поддельным переводом
авг 10, 2026
Информация о гибели 200 грузинских бойцов в Украине не подтверждается
Информация о гибели 200 грузинских бойцов в Украине не подтверждается
сен 10, 2026
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
сен 17, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.