Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა

რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა

იანვარს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

  1. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა;
  2. ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული;
  3. კამჩატკაზე რეკორდული რაოდენობის ნალექი ნამდვილად მოვიდა, თუმცა მხოლოდ შენობების შესასვლელები დაფარა;
  4. ფოტოზე არსებული უზუსტობები და პირველწყარო მიუთითებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც თოვლით დაფარული მრავალსართულიანი სახლები ჩანს. აღწერის თანახმად, ფოტო კამჩატკაზე, რუსეთშია გადაღებული (1; 2; 3; 4; 5 არქივირებული ბმული).

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე კამჩატკის ნახევარკუნძულზე ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა თოვლმა რამდენიმე მეტრის სიმაღლეს მიაღწია, რის შედეგადაც შენობების შესასვლელები ჩაიკეტა და ავტომობილები თოვლის ქვეშ მოექცა. Reuters წერს, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, დეკემბერში დაფიქსირებული 3.7 მეტრის შემდეგ, იანვრის პირველ ნახევარში ზოგიერთ რაიონში 2 მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა.

Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს თოვლით დაფარული მანქანები და შენობების შესასვლელები (ფოტოები იხ. ბმულზე), თუმცა ინფორმაცია, რომ 9-სართულიანი შენობები თოვლით დაიფარა, არ დასტურდება.

რაც შეეხება ფოტოსურათს, ინტერნეტსივრცეში ძიებისას აღმოჩნდა, რომ პირველად ფოტო Threads-ის ანგარიშმა @ibotoved 2026 წლის 17 იანვარს 16 საათზე გაავრცელა. ფოტოს აღწერაში ავტორი წერს: „კამჩატკა დღეს, Threads-ს აზრით“ (Камчатка сегодня по мнению тредс). ამის შემდეგ ფოტო ვირუსულად გავრცელდა, რის შედეგადაც მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ვიდეო დაურთო, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს აღწერას უგზავნის (რუსული ქალაქის ფოტო მრავალსართულიანი შენობებით, რომელიც თოვლმა დაფარა) და თოვლით დაფარულ შენობების ფოტოებს იღებს. აღწერაში წერს: „აი თქვენ კამჩატკა“ (Вот вам и Камчатка), ხოლო ვიდეოზე წერია: „თქვენ ისევ გჯერათ ინტერნეტის?“

გარდა ამისა, ფოტო სხვადასხვა უზუსტობას შეიცავს. მაგალითად, თოვლის საფარი ტალღისებურ ფორმებს ქმნის და არაბუნებრივად გამოიყურება. ერთი და იმავე სიმაღლის გვერდიგვერდ მდგომი შენობები სხვადასხვა რაოდენობის თოვლითაა დაფარული.

რუსულ გამოცემა РИА Новости-სთან საუბრისას კამჩატკის ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელმა ვერა პოლიაკოვამ დაადასტურა, რომ გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალა რეალობას არ ასახავდა.

ამგვარად, ფოტოსურათი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში უკრაინიდან ჩამოსული ბოევიკები მონაწილეობენ
დეზინფორმაცია: თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში უკრაინიდან ჩამოსული ბოევიკები მონაწილეობენ
დეკ 05, 2024
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 09, 2026
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
ივლ 15, 2025
დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
ივლ 11, 2025
სოციალურ ქსელში ილონ მასკის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილონ მასკის ყალბი ციტატა ვრცელდება
იან 30, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.