Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ოქტომბერს 6, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Tediashvili Maya ვიდეოს (დაარქივებული ბმული) ავრცელებს, რომელსაც აღწერად ურთავს: “მაკრონის ფერადოვნება… არქივი, ცეკვა და მოძრაობები  თუ გეცნობათ“. რეალურად, ვიდეო, რომელშიც თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტი სხვადასხვა ვარცხნილობითა და ტანსაცმლით ერთ-ერთ კლუბში ცეკვავს, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. 

ვიდეოს თავდაპირველი ვერსია TiKTok-ანგარიშის „retro_hub“ მიერ გავრცელდა. ანგარიში ვიდეოშივე უთითებს, რომ გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი (AI).

ვიდეოში ყველა კადრი სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დამუშავებული. მაგალითად, გავრცელებულ ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში, სადაც თითქოს მაკრონს ლურჯი პერანგი აცვია, ორიგინალ ვერსიაში, ქალი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ AI-ით რედაქტირებულ ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „დისკოთეკა პარიზში 1984 წელი“ (discothèque PARIS 1984), მაგრამ 1984 წელს ემანუელ მაკრონი სულ რაღაც 7 წლის იქნებოდა. ამავდროულად, ვიდეოში წარმოდგენილი  ცეკვის კადრები არა საფრანგეთში, როგორც ამას TikTok-ანგარიში წერს, არამედ 1980-იან წლებში კალიფორნიაშია გადაღებული.

ამრიგად, გავრცელებული ვიდეო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტის ცეკვა ჩანს,  AI-ით არის რედაქტირებული.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელებში სამსუნგის პრეზენტაციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელებში სამსუნგის პრეზენტაციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
აგვ 27, 2026
ტყუილია, რომ ტრამპის უმცროსი ვაჟი სამხედრო მობილიზაციისთვის იძებნება
ტყუილია, რომ ტრამპის უმცროსი ვაჟი სამხედრო მობილიზაციისთვის იძებნება
მარ 16, 2026
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
აპრ 15, 2025
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ოქტ 11, 2024
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა
მარ 17, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.