Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?

შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?

ოქტომბერს 2, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის დასაწყისშიც ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების საფლავები ჩანს, ხოლო შემდგომ ორი სხვადასხვა ვილა, ზედხედით, რომლებიც, ვიდეოს შინაარსის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის მიმდინარეობის პარალელურად შეიძინა. ვიდეოს თან ახლავს შემდეგი აღწერა: „ბოლომდე უყურეთ განსაკუთრებით ზელეს ******ის მლოკავებო და რუსოფობ ლიბერასტებო‼️ და ყველაფერ ამ ომის ფონზე როგორ მდიდრდება ზელენსკი და რა ქონებებს ფლობს ეგ პე**კი ნარკუშა, მარა თქვენ ამ გან***ზე უარესები ხართ, რო ხედავთ სიმართლეს და მაინც რუსების ჯინაზე სატანისტებს აღმერთებთ‼️ იმიტომაც ეტ***ბა პატრონი ამათ გულიზე მთელს უკრაინა დასავლეთს და თქვენც ზედ მიყვებით მალე შადიმანებო‼️”. (არქივირებული ბმული)

მტკიცება 1: ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მილიონ დოლარად ფლორიდაში ვილა შეიძინა

აღნიშნული მტკიცება ინტერნეტსივრცეში 2023 წლის დეკემბრიდან ვრცელდებოდა და ის სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, მათ შორის, Reuters, France24 და euronews-მა გადაამოწმა.

სახლის ადგილმდებარეობის დადგენა ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით გახდა შესაძლებელი. სახლი ნამდვილად ფლორიდაში მდებარეობს, თუმცა დეზინფორმაციის გავრცელების მომენტისთვის, ის უძრავი ქონების ვებგვერდზე გასაყიდ სახლების სიაში იძებნებოდა. ერთ-ერთ ვებგვერდზე მითითებულია, რომ სახლი 2024 წლის 25 მარტს გაიყიდა, დეზინფორმაციის გავრცელებიდან სამი თვის შემდეგ.

ამასთან, France 24-ის თანახმად, უძრავი ქონების რეესტრში ქონების მფლობელი სრულიად სხვა პიროვნება იყო და არა უკრაინის პრეზიდენტი. აღნიშნული სახლის შესახებ დეტალები აშშ-ის რეესტრში „ჯეოფაქტსმაც“ შეამოწმა. 2025 წლის მონაცემებით სახლის მფლობელი ისევ სხვა პიროვნებაა. დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ სახლის რეალური ღირებულება 9.5 მილიონი და არა 20 მილიონი დოლარია.

მტკიცება 2: ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში, ფორტე დეი მარმიზე ვილა შეიძინა

მტკიცება, რომ ზელენსკიმ ვილა ფორტე დეი მარმიზე ომის მიმდინარეობისას შეიძინა, ტყუილია. ზელენსკი და მისი ოჯახი აღნიშნულ ლოკაციაზე ვილას ნამდვილად ფლობს, თუმცა ის ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტობამდე შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიაში 2019 წელს ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში გავრცელდა. ვილას ზელენსკის კომპანია ფლობდა, რაც მან თავადაც დაადასტურა.

ამგვარად, მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფლორიდაში და იტალიაში სახლები შეიძინა, ტყუილია.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული პოსტი ვრცელდება
მაი 16, 2025
დეზინფორმაცია: რუსეთის უშიშროებამ აზოვსტალში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა
დეზინფორმაცია: რუსეთის უშიშროებამ აზოვსტალში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა
მარ 03, 2025
რა ვიცით მაკდონალდსის „ჰეფი მილში“ არსებული წიგნის შესახებ
რა ვიცით მაკდონალდსის „ჰეფი მილში“ არსებული წიგნის შესახებ
იან 17, 2025
ბესო ქათამაძე: ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლა უნდა იყოს აშენებული, 120 მოსწავლე უნდა დადიოდეს კომფორტულ სკოლაში, მაგრამ ჩვენ აქ მოსვლისას დაგვხვდა მხოლოდ 5 ძირი პალმა და გადათხრილი ბუნება
ბესო ქათამაძე: ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლა უნდა იყოს აშენებული, 120 მოსწავლე უნდა დადიოდეს კომფორტულ სკოლაში, მაგრამ ჩვენ აქ მოსვლისას დაგვხვდა მხოლოდ 5 ძირი პალმა და გადათხრილი ბუნება
ივლ 10, 2025
სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე გიორგი გოგოლაძის  AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე გიორგი გოგოლაძის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.