Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ბარონ ტრამპს მისი მხარდამჭერი X გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მიაწერენ

სოციალურ ქსელში ბარონ ტრამპს მისი მხარდამჭერი X გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მიაწერენ

სექტემბერს 12, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

Facaebook-ის მომხმარებელი Soso Manjavidze სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც მიუთითებს, რომ აღნიშნული ტექსტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ვაჟს, ბარონ ტრამპს ეკუთვნის და ბარონმა ის X-ზე გამოაქვეყნა. პოსტში წერია: „ბარონ ტრამპის პოსტია იქსზე,  ისე, სრული სიმართლისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიური ომის ტექნოლოგიები, რომლის გამოყენების  შედეგია ჩვენი შეშლილი აკაცუკები, მადამ პომპადური, ზოგადად საგიჟეთი ქვეყანაში  ასევე დარპას (Defense Advanced Research Projects Agency-DARPA) დამსახურებაა. თუმცა ჩვენი ენდემიკაც არაა დასავიწყებელი-მაგალითად, შალვა, გუბაზი და აქუბარდია….“. (არქივირებული ბმული)

ბარონ ტრამპის სავარაუდო პოსტის ბმული Facebook-ის ანგარიშმა კომენტარების სექციაში განათავსა.

საგულისხმოა, რომ პოსტი ბარონ ტრამპს არ ეკუთვნის. ანგარიშს, რომელმაც პოსტი X-ზე გამოაქვეყნა „ⁿᵉʷˢ Barron Trump“ ჰქვია და X-ისგან მას Fan account-ის (მხარდამჭერის მიერ შექმნილი ანგარიში) ნიშანი აქვს მინიჭებული. ანგარიშის აღწერაშიც წერია, რომ ფანების გვერდია და ბარონ ტრამპთან დაკავშირებულ სიახლეებს ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბარონ ტრამპი სოციალურ მედიაში აქტიურობით არ გამოირჩევა. მისი სავარაუდო ანგარიში X-ზე შემდეგია: @BARRONTRUMP. ანგარიში X-ის მიერ ვერიფიცირებულია, თუმცა პოსტები გამოქვეყნებული არ აქვს. როგორც ამერიკულ მედიაში წერენ, აღნიშნული ანგარიში აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს საკუთარ პოსტებში არაერთხელ მოუნიშნავს.

ამგვარად, აღნიშნული პოსტი, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებენ, ბარონ ტრამპს არ გამოუქვეყნებია.

ყველა პოსტის ნახვა

USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
თებ 25, 2025
ეწინააღმდეგება თუ არა პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?
ეწინააღმდეგება თუ არა პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?
ივნ 12, 2026
სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 02, 2024
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
იან 21, 2026
საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს
საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს
ივნ 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.