Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება

აგვისტოს 8, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის მიერ მიცემული ინტერვიუს მონაკვეთია ასახული. მოჭრილ ვიდეოში თარგამაძე ამბობს: „მზია უნდა გაეთავისუფლებინათ, გიორგისთან მიმართებაში, ალბათ, შეემცირებინათ მისთვის წარდგენილი ბრალის მოცულობა“. ვიდეოს თან ახლავს აღწერა: „გიორგი ახობაძეზე ამბობს ბრალი უნდა შეემცირებინათ და დაეტოვებინათ ციხეზეო. ანუ ახობაძის უდანაშაულობა ხვლიკ თარგამაძესაც არ სჯერა“. სინამდვილეში, ვიდეო მანიპულაციურადაა მოჭრილი და პოსტის აღწერასთან ერთად შეცდომაში შემყვანია.

ვიდეოს მონაკვეთი 6 აგვისტოს „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველების“ ცენტრალური გამოშვებიდანაა ამოჭრილი. გადაცემაში ჟურნალისტი ხატია სამხარაძე საპროტესტო მსვლელობიდან ერთვება და რესპონდენტებს, მათ შორის გიორგი თარგამაძეს, კითხვებს მზია ამაღლობელისა და გიორგი ახობაძის საქმეებისა და ვერდიქტების შესახებ უსვამს.

ხატია სამხარაძე: „ბატონო გიორგი, თქვენც უნდა გკითხოთ, რისი დემონსტრირება მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“, „ქართული ოცნების“ მიერ მართულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის შემთხვევაში ამ განაჩენის გამოტანით?“

გიორგი თარგამაძე: „რაც შეეხება ახობაძეს, თეორიულად უნდა დავუშვათ, რომ ეს შეიძლება კონკრეტული მოსამართლის პერსონალური გადაწყვეტილებაა – თეორიულად. თუმცა, არ არსებობს რაიმე ტიპის არგუმენტი და ნიშანი სასამართლო სისტემურ დამოუკიდებლობაზე, თუნდაც ლაპარაკისას, ამ მხრივ, სრულიად ნეგატიურად და პესიმისტურად ვარ განწყობილი.

რა თქმა უნდა, უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის რაღაცა ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თუმცა, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც რაიმე ლოგიკის პოვნა არის შეუძლებელი იმიტომ, რომ, თუ ეს ცივი რაციონალიზმიდან გამომდინარეობს, რომ ვითომ სიტუაცია ოდნავ განმუხტოს, მაშინ ალბათ იგივე გადაწყვეტილებები, ოღონდ შეტრიალებულად უნდა მიეღოთ, ხო? მზია უნდა გაეთავისუფლებინათ, გიორგისთან მიმართებაში, ალბათ, შეემცირებინათ მისთვის წარდგენილი ბრალის მოცულობა, სასჯელის. ასე არ მოხდა, ამიტომ მე მაინც მგონია, რაღაცა ტიპის ქაოსური გადაწყვეტილებებია და დღეს ძალიან ადრეა მსჯელობა იმაზე, თუ რისი ნიშანია ეს ყველაფერი. მთავარია, რომ მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების აღდგენის ამოცანა და ეს არის, მათ შორის, ჩვენი პროფესიული სოლიდარობის შედეგიც არის და იქნება მისი თავისუფლება. და, რა თქმა უნდა, თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარსა და ყველა პოლიტპატიმარს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე ქვეყანაში თავისუფალი გარემოს დასამკვიდრებლად და ახალი არჩევნების ჩასატარებლად“.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოჭრილი ვიდეო მანიპულაციურ აღწერასთან ერთად გიორგი თარგამაძის პოზიციას გიორგი ახობაძისა და მზია ამაღლობელის საქმეებთან დაკავშირებით არასწორად წარმოაჩენს, თითქოს იგი მზიას გათავისუფლებისა და ახობაძისთვის ბრალის შემსუბუქების მომხრეა.

როგორც სრული ჩანაწერიდან ირკვევა, სინამდვილეში, თარგამაძე ამ ფრაზით სასამართლო გადაწყვეტილების შესაძლო ლოგიკას ხსნის. თარგამაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს ლოგიკა  „ცივი რაციონალიზმი“ იქნებოდა, საპირისპირო განაჩენები უნდა დამდგარიყო – მზია ამაღლობელის გათავისუფლება და გიორგი ახობაძისთვის სასჯელის შემსუბუქება. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე ინტერვიუში მოგვიანებით, თარგამაძე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ და როგორც ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, ისე დანარჩენებს თავისუფლებას უსურვებს.

ამრიგად, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება.

ყველა პოსტის ნახვა

გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
მაი 02, 2025
დეზინფორმაცია: თეთრი სახლის ვებგვერდზე  აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება არ იძებნება
დეზინფორმაცია: თეთრი სახლის ვებგვერდზე აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება არ იძებნება
მარ 13, 2025
დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილების მსგავსად,  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსიც გამოგონილია
დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილების მსგავსად, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსიც გამოგონილია
აგვ 13, 2024
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 04, 2025
სოციალურ ქსელში საყოველთაო აღწერისა და „პროგრამა 2030-ის“ შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში საყოველთაო აღწერისა და „პროგრამა 2030-ის“ შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.