Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ბაიბა ბრაჟეს ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბაიბა ბრაჟეს ციტატა ვრცელდება

ივნისს 3, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ავრცელებს პოსტს. მისი მტკიცებით, „ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, ორშაბათიდან რუსეთის სამხედრო პოტენციალს შეასუსტებს. ნუ იკითხავთ, როგორ, ჯერ არ იცის. თუმცა, ის აუცილებლად შეასუსტებს მას – დაუღალავად და გადამწყვეტად! ბრაჟე ამბობს, რომ მარტო არ არის! ყველა ლატვიელი მზადაა, მიატოვოს თავისი საქმე და გაიქცეს – დასასუსტებლად“.

პოსტში გამოტანილ ფოტოანაბეჭდზე ვხედავთ The Baltic Times-ის სტატიის სათაურს: „რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ყველაზე პირდაპირი და იაფი გზაა – ბრაჟე“.

 

აღნიშნულ სტატიაში განხილულია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა თურქეთში და ამ შეხვედრაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაიბა ბრაჟეს შენიშვნები რუსეთ-უკრაინის ომის, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტების საკითხებზე. სწორედ აქ გააჟღერა ბრაჟემ, რომ „რუსეთის დასუსტებული საომარი ეკონომიკის ძირის გამოთხრა და მისი სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება უკრაინასა და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის მიღწევის ყველაზე პირდაპირი და იაფი გზაა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით.“ ამრიგად, პოსტის პირველი ნაწილი, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტება გადაწყვიტა, ბრაჟეს ციტატას ნაწილობრივ ასახავს, თუმცა კონტექსტის გარეშე.

რაც შეეხება პოსტის იმ ნაწილს, რომელშიც შარაბიძე წერს, რომ ბრაჟეს თქმით, ყველა ლატვიელი მზადაა მიატოვოს თავისი საქმე და გაიქცეს რუსეთის დასასუსტებლად – მსგავსი განცხადება მინისტრს არ გაუკეთებია. ბაიბა ბრაჟემ ხაზი გაუსვა, რომ მოსალოდნელია, ალიანსის ყველა წევრმა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. მას უშუალოდ ლატვიელების მხრიდან რუსეთის ეკონომიკურ თუ სამხედრო დასუსტებაში მონაწილეობაზე საჯარო კომენტარი არც აღნიშნულ არაფორმალურ და არც სხვა გამოსვლების დროს არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ბაიბა ბრაჟეს განცხადების მადისკრედიტებელი ინტერპრეტაცია თავდაპირველად რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე გავრცელდა. კერძოდ, ნონა შარაბიძის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის იდენტური ანალოგი თავდაპირველად Pravda-ს ქსელის ვებგვერდზე latvia.news-pravda.com და Лента новостей Новомосковска-ზე გამოქვეყნდა.  Pravda-ს ქსელის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიაში.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
თებ 19, 2025
სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
ივნ 19, 2024
დეზინფორმაცია: დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები მოწმობს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ
დეზინფორმაცია: დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები მოწმობს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ
აგვ 20, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის
იან 26, 2026
გაქრა თუ არა როტშილდების ოჯახის შესახებ დოკუმენტები ეპსტინის ფაილებიდან?
გაქრა თუ არა როტშილდების ოჯახის შესახებ დოკუმენტები ეპსტინის ფაილებიდან?
თებ 05, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.