Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერიდან რედაქტირებული კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერიდან რედაქტირებული კადრები ვრცელდება

მაისს 12, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მსგავსი შინაარსის ორ ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული 1, 2). ვიდეოში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერიდან ამოჭრილ კადრებს ვხედავთ, რომელშიც ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს თეონა ჭალიძეს გადაცემაში სტუმრობისას მობილურ ტელეფონზე ურეკავენ. ჭალიძის განცხადებით, მას ერთი-ერთი პოლიტპატიმარი ურეკავს ციხიდან. Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოები აქ წყდება და ერთ ვიდეოში ტელეფონზე პასუხისას მიხეილ სააკაშვილის ხმა ისმის, რომელიც რევოლუციისკენ მოუწოდებს, ხოლო მეორე ვიდეოში – უცენზურო სიტყვები. რეალურად, ვიდეოები რედაქტირებულია და თეონა ჭალიძეს მობილურ ტელეფონზე ნამდვილად პატიმარმა დაურეკა.

5 მაისს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „ანა ახალაიას დღის ამბები“ სტუმრად მოწვეულ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს თეონა ჭალიძეს მობილურ ტელეფონზე ზარი შეუვიდა. ჭალიძის განცხადებით, მას ციხიდან ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ურეკავდა: „მე მგონი ერთ-ერთი პოლიტპატიმარი მირეკავს ახლა ციხიდან, არ ვიცი, ასე მგონია, თითქოს ასეთი ნომერია“. მას შემდეგ, რაც წამყვანი მას ტელეფონზე პასუხის ნებას აძლევს, თეონა ჭალიძის მობილურიდან მისალმების ხმა ისმის. თეონა ჭალიძის კითხვის შედეგად კი ირკვევა, რომ მას ფრიდონ ბუბუტეიშვილი ურეკავს ციხიდან:

თეონა ჭალიძე – რომელი ბრძანდებით?

ფრიდონ ბუბუტეიშვილი მობილური ტელეფონიდან – ფრიდონი.

თეონა ჭალიძე – ფრიდონ, თქვენ ბრძანდებით! ფრიდონ ბუბუტეიშვილი გვირეკავს ციხიდან. ახლა „ტვ პირველზე“ ვარ, ფრიდონ, და ვიცანი ნომერი და ასე გადის ხმა თქვენი. თუ გნებავთ, ერთი-ორი წინადადება თქვით ხმამაღლა, მთელი საქართველო გისმენთ.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი მობილური ტელეფონიდან – მიყვარხართ! მენატრებით ძალიან!

თეონა ჭალიძე – თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

ფრიდონ ბუბუტეიშვილი მობილური ტელეფონიდან – თავისუფლება! თავისუფლება ყველას და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, 100%-იანი.

თეონა ჭალიძე – მადლობა! მადლობა, ფრიდონ, მოგვიანებით შეგეხმიანებით.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“, იგივე ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 2025 წლის 20 იანვარს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 1-ელ მაისს გამართულ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას  ქვის სროლის ნიადაგზე მეხანძრე-მაშველისა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება ედება ბრალად.

ამრიგად, „ტვ პირველის“ ეთერში თეონა ჭალიძეს ნამდვილად პოლიტპატიმარმა, კერძოდ, ფრიდონ ბუბუტეიშვილმა დაურეკა. ვიდეოები, რომლებშიც მობილური ტელეფონიდან მიხეილ სააკაშვილის ხმა და უხამსი სიტყვები ისმის, რედაქტირებულია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება
ივნ 05, 2025
დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
ივლ 16, 2025
დეზინფორმაცია: აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული
დეზინფორმაცია: აქტივისტი სანდრო ქინქლაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზეა დაკავებული
დეკ 08, 2024
დეზინფორმაცია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი განცხადება არ არსებობს და „ოპოზიციურმა მედიებმა“ გამოიგონეს
დეზინფორმაცია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი განცხადება არ არსებობს და „ოპოზიციურმა მედიებმა“ გამოიგონეს
აგვ 25, 2025
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინის ე.წ. ორეულის ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინის ე.წ. ორეულის ვიდეო ვრცელდება
აგვ 10, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.