Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

მარტს 21, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) და სალომე ზურაბიშვილს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ემიგრანტებო  და ბიზნესმენებო,  ერთადერთი ლეგიტიმური მე ვარ ჩემს ფონდში ჩარიცხეთ“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია, სალომე ზურაბიშვილის  მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.

სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ციტატა  არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. აღნიშნული ციტატა არ გვხვდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფიციალურ  Facebook-ანგარიშზეც. შესაბამისად, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ ციტატა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდის საბანკო ანგარიში დააყადაღეს. პროკურატურამ  გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის შემდეგ დაიწყო. ნანუკას ფონდთან ერთად, კიდევ ოთხ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც, პროკურატურის განცხადებით, „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებაა“.

არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების დაყადაღებას სალომე ზურაბიშვილმა  „ომი სოლიდარობაზე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში წარმოუდგენელია. „ის, რაც დაიწყო და რაც საზოგადოების  სოლიდარობის გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან დაპატიმრებული ან სამსახურიდან გაგდებული, ან სრულად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომლებიც ათჯერ აღემატება მათ ხელფასებს – ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან გამოაჩინოს ეს სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარდგენილი, როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მგონია, რომ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
თებ 05, 2025
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
თებ 25, 2025
ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის
ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის
მარ 12, 2026
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრების შესახებ მანიპულაციური პოსტები ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრების შესახებ მანიპულაციური პოსტები ვრცელდება
იან 23, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.