Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ეკლესიის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული

სოციალურ ქსელში გავრცელებული ეკლესიის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული

იანვარს 24, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook (1; 2) და TikTok-ანგარიშები (1; 2; 3) ეკლესიის ფოტოს ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „ლოს-ანჯელესში ხანძრის დროს გადარჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი“. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ გადარჩენილი ეკლესიის ფოტო იდენტური მტკიცებით სამხრეთ აფრიკაში, ბანგლადეშში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ინდონეზიასა და სხვა ქვეყნებში არსებულ გვერდებზეც გავრცელდა და მას სხვა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ბრიტანული Logically Facts.

სინამდვილეში, ლოს-ანჯელესში ხანძრის დროს ეკლესიის გადარჩენის შესახებ სანდო წყაროებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. მაგალითად, Associated Press-მა ხანძრის მიერ განადგურებული და გადარჩენილი შენობების ფოტოები გაავრცელა, თუმცა პოსტში მოცემული ეკლესიის სურათი არ ფიგურირებს.

დამატებით, „ჯეოფაქტსმა“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოების ამომცნობი ხელსაწყოთიც Hive Moderation გადაამოწმა. ხელსაწყო მას AI გენერირებულად აფასებს (იხ. ფოტო ქვემოთ). თუმცა, ფოტოზე ხილულადაც შეიმჩნევა ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ფონზე არამკაფიო დეტალები და ასევე, ნახატისთვის დამახასიათებელი არაბუნებრიობა.

ინფორმაციის გადამოწმებისას, Logically facts-მა სხვადასხვა საკვანძო სიტყვითა და ფოტოთი ძებნისას, ლოს-ანჯელესში მსგავსი ეკლესია ვერ იპოვა. გამოცემა წერს, რომ როგორც ფოტოზე ჩანს, ეკლესია სანაპირო ხაზთან უნდა იყოს ახლოს, თუმცა Google Maps-ის გამოყენებით, ძიება აჩვენებს, რომ მალიბუს, Pacific Palisades-სა და ლოს ანჯელესის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ტყის ხანძრებმა დააზიანა, პლაჟთან ახლოს მსგავსი ეკლესია არ არის. გარდა ამისა, „ჯეოფაქტსმა“ სურათის გეოლოკაცია სცადა, თუმცა, ლოს ანჯელესში ტერიტორია, რომელიც სურათში არსებულ ეკლესიას ჰგავს, ვერ მოიძია.

ამგვარად, გავრცელებული ფოტოს ნამდვილობა არ დასტურდება. ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
აპრ 15, 2025
სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის გაქცევის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის გაქცევის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
იან 11, 2026
არასწორია, რომ უკრაინა "ბენტლის" გაყიდვებით ევროპაში მესამე ადგილზე არის
არასწორია, რომ უკრაინა "ბენტლის" გაყიდვებით ევროპაში მესამე ადგილზე არის
მაი 04, 2026
დეზინფორმაცია:თურქეთის 3000 ჯარისკაცი უკრაინისკენ მიემართება
დეზინფორმაცია:თურქეთის 3000 ჯარისკაცი უკრაინისკენ მიემართება
მარ 06, 2025
ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
მაი 14, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.