Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

დეკემბერს 2, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელებში კოორდინირებულად ვრცელდება მტკიცება (დაარქივებული ბმული), თითქოს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრები საქართველოში დაბრუნებას გეგმავენ. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

პოსტში საუბარია „ქართულ ლეგიონზე“, რომელიც თითქოს მამულაშვილის მეთაურობით მზადაა, საქართველოში დაბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი თავდაპირველად X პლატფორმაზე გავრცელდა (ბმული 1, 2). ფოტოანაბეჭდში ვხედავთ ორ პოსტს: პირველი ასახავს „ქართული ლეგიონის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას, ხოლო მეორე პოსტი  Uncensored News-ის მიერ არის გამოქვეყნებული, რომელიც წერს, რომ „ქართულმა ლეგიონმა“ სპეციალურ შეხვედრაზე საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. აღნიშნული ანგარიში 2024 წლის აპრილში არის შექმნილი და ოფიციალურ მედიას არ წარმოადგენს, ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ იძებნება, მათ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე არ არის დართული სანდო წყაროები და ანგარიშის მიმდევრების რაოდენობაც საეჭვოდ დაბალია. ამავდროულად, ანგარიში ხშირად აქვეყნებს ანტი-დასავლურ და პრორუსული შინაარსის პოსტებს (1, 2). აქედან გამომდინარე, ის არ შეიძლება სანდო წყაროდ  ჩაითვალოს. ინფორმაცია, რომ „ქართული ლეგიონი“ საქართველოში დაბრუნებისთვის მზადაა,  არც ერთ სხვა სანდო ქართულ თუ უცხოენოვან მედიას არ გაუშუქებია.

სინამდვილეში, „ქართული ლეგიონის“ ოფიციალურ X ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: „დღეს საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელსაც აკონტროლებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, უღალატა ერს საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებით. სანამ ჩვენ რუსეთს ვებრძვით თავისუფლებისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს მომავალს მოსკოვზე ყიდის. ეს არის ქართველი ხალხის ღალატი! საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ!“ (Today, Georgia’s illegitimate government, controlled by oligarch Bidzina Ivanishvili betrayed the nation by halting Georgia’s Euro-integration. While we fight Russia for freedom, Georgian Dream is selling Georgia’s future to Moscow. This is treason against the Georgian people! Georgia’s place is in Europe, and we will fight for it!).

 

შესაბამისად, „ქართულ ლეგიონს“ განცხადებაში არ უხსენებია, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება. გარდა ამისა, „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა, მამუკა მამულაშვილმა საკუთარ ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი ხაზს უსვამს ლეგიონის მხარდაჭერას პროტესტის მონაწილეებისადმი, თუმცა საქართველოში დაბრუნებაზე არ საუბრობს. „მო­გე­სალ­მე­ბით ჩემო ქარ­თვე­ლე­ბო. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ უმა­მა­ცე­სი თა­ო­ბა, თქვენ ხართ უმამაცესი ხალ­ხი და „ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ დგას თქვენ გვერ­დით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით ნებისმიერ მოძრაობას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვენთვის ეს ყვე­ლა­ფე­რი და ვა­დევ­ნებთ თვალს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. არა­ფე­რი არ დაგ­ვრჩე­ბა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, ყველაფერს ძალიან კარგად ვხე­დავთ. მე ვა­მა­ყობ თქვე­ნით, მე ვამაყობ იმით, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ბრძო­ლა ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­რე­შე სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. იბ­რძო­ლეთ, მი­ი­ღეთ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, იმი­ტომ რომ გე­ცო­დი­ნე­ბათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი, გეცოდინებათ, რა და­გიჯ­დათ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც შეიძლება გქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიღვაროს სისხლი და მოვუწოდებ, პირველ რიგში, სპეცსამსახურებს, პოლიციელებს, ვისაც აცვიათ ფორმა, არავითარ შემთხვევაში მოსახლეობისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენოთ ძალა. ეს არის დანაშაული. ეს ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. გოგოებო, ბიჭებო, ვინც დგახართ დღეს საქართველოს დასაცავად, ესაა უდიდესი ბრძოლა, თქვენ აკეთებთ უდიდეს საქმეს, თქვენ იცავთ საკუთარ თავისუფლებას. გეხვევით ყველას, „ქართული ლეგიონი“ არის თქვენ გვერდით!“, – მიმართავს მამულაშვილი ქართველ ხალხს.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის საპასუხოდ “ქართულმა ლეგიონმა” ოფიციალურ X-ანგარიშზე თავადაც გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად უარყო დაბრუნებასთან დაკავშირებული მტკიცებები: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესი, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია” (We categorically deny these baseless accusations. While we fully support the Georgian people’s righteous outrage regarding the Georgian government’s decision to suspend progress toward EU accession, our fight remains here in Ukraine, where our common enemy is). 

ცნობისთვის, „ქართული ლეგიონი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოხალისეობრივი სამხედრო დანაყოფია, რომელიც უცხოელი მებრძოლებისგან შედგება. ლეგიონი 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების ფონზე შეიქმნა და მიზნად ისახავს უკრაინელების დახმარებას რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

 

 

რედაქტორის შენიშვნა: “ქართული ლეგიონის” ოფიციალურ X-ანგარიშზე განცხადება “ჯეოფაქტსის” სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გავრცელდა და სტატია განახლებულია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა
დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა
ნოე 20, 2024
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 20, 2025
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
აპრ 17, 2025
რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
სექ 10, 2025
რა განსხვავებაა შვედეთის საპარლამენტო ინიციატივასა და „ქართული ოცნების“ FARA-ს შორის?
რა განსხვავებაა შვედეთის საპარლამენტო ინიციატივასა და „ქართული ოცნების“ FARA-ს შორის?
ივნ 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.