Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გვერდი 28 ნოემბრის აქციის კონტექსტში გამოგონილ ციტატებს ავრცელებს

სოციალურ ქსელში გვერდი 28 ნოემბრის აქციის კონტექსტში გამოგონილ ციტატებს ავრცელებს

ნოემბერს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან „საქართველო ევროპაა“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოგონილი ციტატები ვრცელდება (ბმული 1; ბმული 2, არქივირებული ბმული 1, 2). პოსტ-ქარდებზე ცნობილი ადამიანების გაყალბებული ციტატებია დატანილი. ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოზე შემდეგ ციტატას ვკითხულობთ: „28-ში გავდივარ იმიტომ, რომ მომენატრა ის დრო, როდესაც ქუჩაში მანქანა მომეწონებოდა, ჩემი ქმარი წაართმევდა პატრონს და ჩემთვის მოყავდა.“ მეორე პოსტში გიული ალასანიას ფოტოა შემდეგი ციტატით: „მივდივარ იმიტომ, რომ მინდა ჩემმა შვილმა ერთ ლარად ისევ მომცეს უნივერსიტეტები“.

2026 წლის 28 ნოემბერს საპროტესტო აქცია იგეგმება. აქცია სიმბოლურად ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებიდან 2 წლის თავზეა დაგეგმილი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო.

აქციების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო - „„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის“. თავის განცხადებაში ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები მიმოიხილა, ევროკავშირსა და საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ბრალი დასდო საქართველოს შანტაჟში ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით, სამარცხვინო რეზოლუციების მიღებასა და რევოლუციის მოწყობის მცდელობებში. „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

განცხადებას საქართველოში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და პოლიციის მხრიდან აქციების დაშლა მოჰყვა. ფაქტობრივად 28 ნოემბერს დაიწყო უწყვეტი პროტესტი საქართველოში, რომელიც სხვადასხვა მასშტაბის თითქმის ყოველდღიურ აქციებში გამოიხატება. 28 ნოემბერს ამ პროტესტის დაწყებიდან ორი წლის გასვლის სიმბოლური თარიღის მნიშვნელობის ხაზგასასმელად მორიგი აქცია დაიგეგმა. სოციალურ ქსელში ერთგვარი კამპანია დაიწყო: „სად იყავი 2024 წლის ნოემბერში“? (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4).

ამ კამპანიას ნანუკა ჟორჟოლიანი მართლაც გამოეხმაურა. პოსტში ჟორჟოლიანი იხსენებს როგორ ეძებდა საწვიმრებს, პირველადი საჭიროების ნივთებს, ჩაფხუტებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს აქციების მონაწილეებისთვის და როგორ მირბოდა შემდეგ ცხელ-ცხელი ლობიანებისა და ხაჭაპურების მოსატანად. პოსტის მიხედვით, ის წელსაც აქციაზე იქნება, თუმცა ლობიანების გარეშე.

სანდო მედიაში არც ნანუკა ჟორჟოლიანის და არც გიული ალასანიას ციტატა, რომელიც გავრცელებულ პოსტქარდზე დატანილი ციტატის შინაარსის მსგავსი იქნებოდა, არ იძებნება (ბმული 1; ბმული 2).

გარდა გამოგონილი ციტატისა, გიული ალასანიას პოსტქარდზე დატანილი ფრაზა გამეორებაა მანამდე მის წინააღმდეგ არაერთხელ გაჟღერებული ყალბი ბრალდებისა საქართველოს უნივერსიტეტის ქონების 1 ლარად შეძენის შესახებ. სინამდვილეში, საქართველოს უნივერსიტეტმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება 2007-2009 წლებში აუქციონის წესით შეიძინა. ჯამში მიწის ნაკვეთებისა და შენობების ფასმა 3 680 000 აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებებისა, უსაფუძვლო ბრალდებას, გიული ალასანიას მიმართ, “ქართული ოცნების” ლიდერები და მათთან აფილირებული პირები მუდმივად იმეორებენ.

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ციტატებია გამოგონილი, გიული ალასანიას ციტატა ასევე გამოგონილ მადისკრედიტებელ ბრალდებას ეყრდნობა. მსგავსი შინაარსის ყალბ ციტატებს 28 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

ყველა პოსტის ნახვა

რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
სექ 10, 2025
პატრიარქ შიო III-ს რუსეთის პრეზიდენტისთვის დაბადების დღე არ მიულოცია
პატრიარქ შიო III-ს რუსეთის პრეზიდენტისთვის დაბადების დღე არ მიულოცია
ოქტ 27, 2026
სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
დეკ 06, 2024
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
ნოე 05, 2024
სოციალურ ქსელში ჰენტავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჰენტავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 01, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.