Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ჯავახიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ჯავახიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

ნოემბერს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომლის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა: „იდეაში შეწყალება იმიტომ დავწერე, რომ საზოგადოებაში არის დაბალი მუხტი“. ანალოგიური ციტატაა დატანილი ფოტოზე, რომელიც აღნიშნულ პოსტს თან ერთვის (არქივირებული ბმული).

 

ნიკოლოზ ჯავახიშვილი ერთ-ერთია 232 მსჯავრდებულს შორის, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა 23 ნოემბრისთვის შეიწყალა. ნიკოლოზ ჯავახიშვილის გარდა საპატიმრო დაწესებულება 23 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის მიერ პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებულმა ანრი კვარაცხელიამ, გიორგი ოკმელაშვილმა და გიორგი მინდაძემაც დატოვეს.

დაწესებულების დატოვების შემდეგ გათავისუფლებულმა მსჯავრდებულებმა მედიებთან კომენტარები გააკეთეს. თავის კომენტარში ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საერთოდ უარყო პრეზიდენტისათვის შეწყალების თხოვნით მიმართვა. ჯავახიშვილმა განცხადება ტვ პირველის ეთერში გააკეთა (არქივი): „სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო. ერთს ვიტყვი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. სიმართლე გითხრათ, პირველი ემოციები, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა, არის ყველა პატიმრისთვის, არა მარტო ჩვენთვის, სინდისის პატიმრებისთვის და პოლიტპატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის არის ძალიან დიდი, ემოციური გამოსვლა, სიმართლე რომ გითხრათ. მეტ დეტალებზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ. […]

[შეწყალების თხოვნით] არ მიმიმართავს. [...]”

ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადების შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა. „საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, თუმცა ვრცელდება მისი განცხადება შეწყალებაზე, რომლითაც პრეზიდენტს მიმართა“- ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე. სტატიას თან ერთვის ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადების სკანირებული ვერსია. ფოტოზე ვკითხულობთ, რომ განცხადება არის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს ნიკოლოზ ბადრის ძე ჯავახიშვილი და პრეზიდენტის სახელზე აგზავნის 2026 წლის 7 ოქტომბერს. შეწყალების თხოვნაში ვკითხულობთ: „სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბება. ამასთან, მაქვს დიდი სურვილი მონაწილეობა მივიღო ჩემი სამშობლოს საქართველოს აღმშენებლობაში და გავხდე საზოგადოების ღირსეული წევრი“.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ქარდის საპირისპიროდ, რეალური მედიები რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. იმის მიუხედავად, ავთენტურია თუ არა წერილი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდეს და ადასტურებს ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ პრეზიდენტისთვით შეწყალების თაობაზე თხოვნით მიმართვის ფაქტს, მედიები მიუთითებენ იმაზე, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი არ აღიარებს შეწყალების თაობაზე თხოვნით მიმართვას საერთოდ. შესაბამისად, გავრცელებულ პოსტში მოცემული ციტატა, რომლითაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი თითქოს თხოვნით მიმართვას უნდა ამართლებდეს, რეალური ვერ იქნება. არც მედიას ნიკოლოზ ჯავახიშვილის მსგავსი ციტატა არ გაუვრცელებია.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

ლევან დავითაშვილი:  საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და  ისტორიულ მინიმუმზეა
ლევან დავითაშვილი: საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზეა
ივნ 01, 2024
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
ოქტ 17, 2025
თქვა თუ არა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, რომ უკრაინა ომს ვერასდროს მოიგებს?
თქვა თუ არა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, რომ უკრაინა ომს ვერასდროს მოიგებს?
ოქტ 28, 2026
სოციალურ ქსელში პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის გაყალბებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის გაყალბებული ფოტო ვრცელდება
სექ 25, 2026
დამონტაჟებული ვიდეო არასწორად წარმოაჩენს გიორგი ვაშაძის განცხადებას ქალებთან დაკავშირებით
დამონტაჟებული ვიდეო არასწორად წარმოაჩენს გიორგი ვაშაძის განცხადებას ქალებთან დაკავშირებით
ივნ 04, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.