Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ალის ვაიდელის გამოსვლის რუსულენოვანი თარგმანი გაყალბებულია

ალის ვაიდელის გამოსვლის რუსულენოვანი თარგმანი გაყალბებულია

ნოემბერს 23, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერის ალის ვაიდელის გამოსვლაა ნაჩვენები. ვიდეოს თან არა ორიგინალი გერმანულენოვანი, არამედ რუსულენოვანი თარგმანი ადევს (ბმული 1, 2, 3, არქივირებული ბმული 1, 2, 3).

რუსულენოვანი გახმოვანების თანახმად, ვაიდელი შემდეგ ციტატას ამბობს: "საკმარისია ჩვენი პარლამენტის ცირკად გადაქცევა. ახლა მოდით, ვისაუბროთ თავად ზელენსკიზე. ვინ არის ის სინამდვილეში? ეს ყოფილი კომიკოსი, რომელიც სერიალში პრეზიდენტის როლს თამაშობდა, ახლა ცდილობს ნამდვილი ლიდერის დაემსგავსოს. ეს ერთდროულად სასაცილოცაა და სატირალიც. ის მსახიობია, რომელიც ოსტატურად თამაშობს ადამიანის ემოციებზე, საუბრობს განსაცდელზე და ეს მხოლოდ მისი როლია, რომელსაც ის ევროპელების მანიპულირებისთვის იყენებს." დამატებით, თარგმანის მიხედვით, ვაიდელი ზელენსკის არაკომეტენტურს უწოდებს, რომელიც მშვიდობის დაპირებით მოვიდა, ყველაფერში რუსეთს ადანაშაულეს, საკუთარ შეცდომებს კი უგულებელყოფს.

ალის ვაიდელის სიტყვის გადასამოწმებლად, "ჯეოფაქტსმა" ვაიდელის ოფიციალურ YouTube-გვერდზე მისი ორიგინალი გამოსვლის ვიდეო მოიძია. იდენტური ვიზუალით, მის გევრდზე იძებნება 2026 წლის 22 სექტემბრის ვიდეო, სადაც მას რუსულენოვანი თარგმანის შემცველი ვიდეოს მსგავსად, თეთრი პერანგი და ყელსაბამი უკეთის. იდენტურია ასევე, მის ფონზე მსხდომი ადამიანების პიჯაკების ვიზუალი, მათ შორის ფერი.

ზედა ფოტო აღებული ვაიდელის ორიგინალი გამოსვლიდან, ქვედა ფოტოზე მოცემულია რუსულენოვანი თარგმანის შემცველი ვიდეოდან კადრი

ორიგინალი გამოსვლის ტრანსკრიპტის შემოწმებისას, აღმოჩნდა, რომ ვაიდელის გამოსვლა ძირითადად გერმანიის მთავრობის პოლიტიკის კრიტიკას, განსაკუთრებით ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკას, მიგრაციას, ენერგეტიკულ პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებს ეხებოდა. გამოსვლაში ვაიდელმა უკრაინა ნამდვილად ახსენა, თუმცა მას გამოსვლაში ზელენსკიზე არ უსაუბრია. სიტყვა Selenskyj-ის ძიებისას, მისი გამოსვლის ტრანსკრიპტი შედეგს არ იძლევა.

რაც შეეხება ვაიდელის გამოსვლის იმ ნაწილებს, სადაც მან უკრაინა ახსენა:

08:57–09:22 ორიგინალი:

„Und während die USA einen weiteren Versuch unternehmen, den mörderischen Ukrainekrieg zu beenden, verschärfen sie die Kriegspropaganda, die Konfrontation mit Russland und brechen auch noch die letzten Brücken ab, um von ihrer eigenen katastrophalen politischen Bilanz abzulenken. Setzen Sie sich endlich für Friedensverhandlungen ein, wie es die USA tun.“

ქართული თარგმანი:

„მაშინ, როდესაც აშშ კიდევ ერთ მცდელობას მიმართავს, რათა დასრულდეს უკრაინის გამანადგურებელი ომი, თქვენ აძლიერებთ ომის პროპაგანდას, რუსეთთან დაპირისპირებას და ბოლო ხიდებსაც კი ანგრევთ, რათა საკუთარი კატასტროფული პოლიტიკური შედეგებიდან ყურადღება გადაიტანოთ. ბოლოს და ბოლოს, მხარი დაუჭირეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, როგორც ამას აშშ აკეთებს.“

14:45–15:17 ორიგინალი:

„Auf günstiges Pipelinegas aus Russland wollen Sie verzichten. Die Nordstream-Leitung haben Sie sich wort- und tatenlos vor der Nase wegsprengen lassen. Statt die Weichen für eine künftige Wiederaufnahme der Lieferung durch die intakten Leitungsstränge zu stellen, belohnen Sie die mutmaßlichen Drahtzieher des Anschlags in Kiew weiter mit Milliardenzahlungen zu Lasten Deutschlands. Falls Sie es noch nicht wahrgenommen haben, unsere Gasspeicher sind auf einem Rekordtiefstand.“

ქართული თარგმანი:

„თქვენ უარს ამბობთ რუსეთიდან იაფი მილსადენით მოწოდებულ გაზზე. თქვენ სიტყვაც არ დაგიძრავთ და არც არაფერი გაგიკეთებიათ, როდესაც Nord Stream-ის მილსადენი თქვენს თვალწინ ააფეთქეს. იმის ნაცვლად, რომ ხელუხლებელი მილსადენის მონაკვეთებით გაზის მიწოდების მომავალში აღსადგენად საჭირო ნაბიჯები გადადგათ, თქვენ კვლავ მილიარდობით გადახდით აჯილდოებთ კიევში მომხდარი აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორებს, გერმანიის ხარჯზე. თუ ჯერ არ შეგიმჩნევიათ, ჩვენი გაზსაცავები რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.“

ამდენად, ვაიდელს გამოსვლაში ზელენსკი არ უხსენებია და მის გამოსვლაზე გადადებული რუსულენოვანი თარგმანი ყალბია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრების გამოსვლები გაყალბებული რუსულენოვანი თარგმანით ვრცელდება. აღნიშული დეზინფორმაცია იმეორებს აქამდე გავრცელებული საინფორმაციო ოპერაციების ტაქტიკას, რომელიც "ჯეოფაქტს" აქამდეც გამოუვლენია (ბმული1,2,3,4,5).

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: უკრაინა საქართველოში არეულობის მოსაწყობად მებრძოლების მობილიზაციას ახდენს
დეზინფორმაცია: უკრაინა საქართველოში არეულობის მოსაწყობად მებრძოლების მობილიზაციას ახდენს
ოქტ 26, 2024
დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ
დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ
ნოე 06, 2024
ტყუილია, რომ ზურაბ ჯაფარიძის ნამდვილი გვარი გასიევია
ტყუილია, რომ ზურაბ ჯაფარიძის ნამდვილი გვარი გასიევია
ნოე 21, 2025
მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია
მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია
ნოე 11, 2025
მცდარია მტკიცება, თითქოს როკფელერის ფონდმა წინასწარ კოვიდ-პანდემიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
მცდარია მტკიცება, თითქოს როკფელერის ფონდმა წინასწარ კოვიდ-პანდემიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
ოქტ 08, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.