Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ნოემბერს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ტვ "პირველის" ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას გადაცემიდან ფრაგმენტი, სადაც ჟურნალისტი შემდეგ სიტყვებს ამბობს: "გვახრჩობენ, ვიხრჩობით, გვახრჩობენ ვერ ვიხრჩობით და ანუ, აი, მაგიტომაც გამიჩნდა ეს კითხვა. რა არანორმალურია არა ეს სიტუაცია, რომ საგანგებოდ ხომ არ მოხდა, რა მოხდა, ფორმულას ეს ხომ არ მოუწყეს?" (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული 1, 2). გავრცელებული მონაკვეთი იმგვარადაა მოჭრილი, რომ არ ჩანს, თუ რა კონტექსტში საუბრობს ჟურნალისტი დახრჩობაზე. ასევე, საერთო ჯამში, ვიდეოდან მცდარად გამომდინარეობს, თითქოს ინგა გრიგოლია ტელეკომპანია ფორმულაში ხანძარზე ამტკიცებს, რომ ის განზრახ გააჩინეს. სრული ინტერვიუს მოსმენა საპირისპიროს ადასტურებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მოჭრილია ტელეკომპანია "პირველის" 2026 წლის 4 ნოემბრს გასული გადაცემიდან "დღის ამბები" (2:33:00 იწყება შესაბამისი მომენტი). გადაცემაში ტელეკომპანია ფორმულაში გაჩენილ ხანძარს განიხილავდნენ, სადაც ერთ-ერთი სტუმრად არხის დირექტორი მიშა მშვილდაძე იყო მიწვეული. გადაცემის სრული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სიტყვა "დახრჩობას" საუბრისას ინგა გრიგოლია მეტაფორული მნიშვნელობით იყენებს, იმის ხაზგასასმელად, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიის მუშაობის ხელშეშლას ცდილობს: "ისიც ალბათ უნდა თქვა, რომ ძალიან მძიმეა ისედაც პროფესიული [ჟურნალისტური] ცხოვრება ამ რეალობაში, როცა გვახრჩობენ, ვიხრჩობით, გვახრჩობენ ვერ ვიხრჩობით და ანუ, აი, მაგიტომაც გამიჩნდა ეს კითხვა, რა არანორმალურია არა ეს სიტუაცია, რომ საგანგებოდ ხომ არ მოხდა, რა მოხდა, ფორმულას ეს ხომ არ მოუწყეს. მერე საბედნიეროდ ნუ გავარკვიეთ, რომ რაც იყო და როგორც იყო".

ჟურნალისტის ამ რეპლიკას, ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი მიშა მშვილდაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე რთულია გამორიცხვაც, იყო თუ არა ეს ხელოვნურად გამოწვეული ხანძარი, რაზეც გრიგოლია კითხულობს: "მაინც უშვებთ ამას?".

ამდენად, სრული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ გრიგოლიას "დახრჩობაზე" ქვეყანაში ჟურნალისტისთვის შექმნილი ვითარების კონტექსტში საუბრობდა და სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი თქმით, ის თავდაპირველად ხანძრის ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაჩენის ვერსიაზეც კი ფიქრობდა. სიტუაციას სადაც აღნიშნულ დაშვებას აკეთებს, ის არანორმალურსაც კი უწოდებს. მოგვიანებით, მისი შემდგომი კომენტარი "მარა საბედნიეროდ გავარკვიეთ, რაც იყო და როგორც იყო" მიანიშნებს, მოგვიანებით, რაც გაარკვიეს რა ხდებოდა, ეს ვერსია მისთვის აღარ იყო სარწმუნო. 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტმა ამ ლიბერალებს მილიონი ლარი ჩაურიცხა
დეზინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტმა ამ ლიბერალებს მილიონი ლარი ჩაურიცხა
ოქტ 26, 2024
სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ინტერვიუდან ამონარიდი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ინტერვიუდან ამონარიდი მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 19, 2025
თანმიმდევრული განვითარების ინდექსი - რას წარმოადგენს ინდექსი, რას ზომავს და როგორ ითვლება?
თანმიმდევრული განვითარების ინდექსი - რას წარმოადგენს ინდექსი, რას ზომავს და როგორ ითვლება?
ოქტ 16, 2024
მტკიცება, რომ გიორგი გახარიამ ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევა მოითხოვა, ყალბია
მტკიცება, რომ გიორგი გახარიამ ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევა მოითხოვა, ყალბია
ოქტ 15, 2024
სოციალურ ქსელში News.on.ge-ს გაყალბებული  ფოტოანაბეჭდი ვრცელდება
სოციალურ ქსელში News.on.ge-ს გაყალბებული ფოტოანაბეჭდი ვრცელდება
სექ 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.