Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
როდის დაემატა საქართველოს კონსტიტუციას ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი? სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება

როდის დაემატა საქართველოს კონსტიტუციას ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი? სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება

ოქტომბერს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · სამართალი, პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს მტკიცებით, 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს კონსტიტუციაში უკვე გაწერილი იყო ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა.

ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შემდგომ გაჩნდა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს კონსტიტუციაში უკვე გაწერილი იყო ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა (დაარქივებული ბმული). ვიდეოს ზოგადი შინაარსი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელისუფლების ზოგადი პოზიციის ცვლილებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო კონსოლიდირებული ვერსიის 78-ე მუხლი შემდეგია:

მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული გარდამავალი დებულება კონსტიტუციას 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად დაემატა, მას შემდეგ რაც პარტია "ქართულმა ოცნებამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

საკონტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველოს კონსტიტუციაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. 2017 წლის ნოემბერში, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებზე დაყრდნობით ტაბულა იტყობინებოდა, რომ კონსტიტუციას ახალი თავი დაემატებოდა ევროინტერგაციის შესახებ, რაც შემდგომში ასეც მოხდა. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში 2018 წლის ოქტომბერში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლის ფორმულირების დამატებას მხარს უჭერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ნაწილიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაშიც იყო ჩართული.

ყველა პოსტის ნახვა

FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია
FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია
იან 26, 2026
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
აპრ 21, 2026
ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 08, 2024
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 10, 2025
ყალბი ამბავი, თითქოს ერაყი ოფიციალურად ჩაერთო ომში ისრაელის და აშშ-ს წინააღმდეგ
ყალბი ამბავი, თითქოს ერაყი ოფიციალურად ჩაერთო ომში ისრაელის და აშშ-ს წინააღმდეგ
აპრ 08, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.