Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება, რომ პარლამენტისა და მთავრობის 24 წარმომადგენელი 2008 წლის ომის დროს გაიქცა

არ დასტურდება, რომ პარლამენტისა და მთავრობის 24 წარმომადგენელი 2008 წლის ომის დროს გაიქცა

აგვისტოს 17, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც აღწერის თანახმად, იმ პოლიტიკოსების სიაა მოცემული, რომლებმაც ქვეყანა აგვისტოს ომის დროს დატოვეს (არქივირებული ბმული). სიაში 24 პირის სახელი და გვარია მოცემული, მათ შორის, პარლამენტის წევრები: გიგი წერეთელი, დავით ბეჟუაშვილი, კობა ნაყოფია, კანდიდ კვიციანი, გიორგი მელაძე, კობა სუბელიანი, ნიკა რურუა, სხვ., და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები: ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სხვ. გავრცელებულ ინფორმაციას დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ახლავს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცებები წარსულშიც არა ერთხელ გავრცელებულა (ბმული 1, 2, 3) და მას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია "მითების დეტექტორიც" გამოეხმაურა.

აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია, 2014 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და იმჟამად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სია, რომელშიც 2008 წლის 7–14 აგვისტოს ყოფილი ხელისუფლების წევრების ქვეყანაში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის მონაცემებია ასახული. სესიაშვილის თქმით, აღნიშნული სია აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა და ის პარლამენტის არქივში ინახება (არქივირებული ბმული).

ირაკლი სესიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოში შემდეგი პირები დაბრუნდნენ: 9 აგვისტოს — გიგა ბოკერია, ბაკურ კვეზერელი და გიორგი მელაძე; 10 აგვისტოს — ნინო კალანდაძე, ნიკოლოზ რურუა და კობა სუბელიანი; 11 აგვისტოს — გიორგი ღვინაშვილი და პარუიტუნ ჰოვჰანესიანი; ხოლო 12 აგვისტოს — პაატა ლეჟავა.

ომის პერიოდში შემდეგმა პირებმა დატოვეს ქვეყანა და მოგვიანებით დაბრუნდნენ: დავით ბეჟუაშვილმა — 7–11 აგვისტოს პერიოდში, გიგი წერეთელმა — 7–9 აგვისტოს პერიოდში, მერაბ სამადაშვილმა — 12 აგვისტოს იმავე დღეს დატოვა და დაბრუნდა ქვეყანა, ხოლო გოჩა მამაცაშვილმა — 8–12 აგვისტოს პერიოდში.

სესიაშვილის მიერ გასაჯაროვებული სიის მიღმა, დამატებით, გავრცელებულ მტკიცებებს წლების წინ გამოეხმაურა (არქივი) გიორგი რურუა, ნიკა რურუას ძმა, რომელმაც სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია რომ ნიკა რურუა საქართველოში 2008 წლის 10 აგვისტოს დაბრუნდა.

აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას, „მითების დეტექტორი“ გიგა ბოკერიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის 9 აგვისტოს მეუღლესთან ერთად უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა: „საქართველო 2 აგვისტოს დავტოვე, შტაინმაიერის ვიზიტის შემდეგ. როდესაც 7 აგვისტოს გავიგე, რომ ვითარება იძაბებოდა, იმ დღეს ბილეთის აღება ვერ მოვახერხე. ყველა ავიაკომპანიას ფრენები შეჩერებული ჰქონდა; თურქეთიდან ბოლო რეისი 8 აგვისტოს სრულდებოდა და მეც მაშინ გამოვფრინდი. საქართველოში 9 აგვისტოს დილით ადრე ჩამოვედი.“

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

თათია ნიკოლაშვილი: ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული]
თათია ნიკოლაშვილი: ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული]
ივნ 21, 2024
2025 წლის პირველი კვარტლის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვა
2025 წლის პირველი კვარტლის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვა
სექ 10, 2025
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით მანიპულაცია ვრცელდება
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით მანიპულაცია ვრცელდება
ოქტ 26, 2024
დეზინფორმაცია: რუსეთმა ამერიკას ალასკა 160 წლით გადასცა არენდით, რასაც ვადა 2 წელიწადში გასდის
დეზინფორმაცია: რუსეთმა ამერიკას ალასკა 160 წლით გადასცა არენდით, რასაც ვადა 2 წელიწადში გასდის
სექ 02, 2025
ანონიმური გვერდი პარტია „საქართველოსთვის“ წევრების შესახებ დაუდასტურებელ მტკიცებებს ავრცელებს
ანონიმური გვერდი პარტია „საქართველოსთვის“ წევრების შესახებ დაუდასტურებელ მტკიცებებს ავრცელებს
ოქტ 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.