Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ივლისს 16, 2026 · გადამოწმებული ფაქტები
გაზიარება

სოციალურ ქსელებში Facebook-სა (ბმული 1, 2, 3, 4, არქივირებული ბმული 1, 2, 3, 4) და TikTok-ზე (ბმული 1) ვრცელდება ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის ამბობს: "სააკავშილმა თუ ვინმეს რამე აჯახა, ეს ვიყავი მე". ვიდეოში არ ჩანს, თუ რა კონტექსტში იყენებს აღნიშნულ ფრაზას ჟორჟოლიანი. თუმცა, მისი სიტყვების მერე სოფო ნიჟარაძის მოკლე ვიდეოს ბმა, ვიდეოს მცდარ კონტექსტს სძენს, თითქოს ჟორჟოლიანის აღნიშნულ ფრაზას სექსუალური ხასიათის შინაარსი აქვს.

ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო ამოჭრილია პოდკასტიდან "ცხელ სკამზე", რომელიც YouTube-ზე 2026 წლის 10 ივლისს გამოქვეყნდა. გადაცემის დასაწყისშივე საუბარი ნანუკა ჟორჟოლიანის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დაკავებას შეეხო.

აღნიშნულ კონტექტში, 4:40 წუთიდან (არქივი), პოდკასტის თანაწამყვანის კითხვაზე "სანამ კონსულტაციები მიმდინარეობდა [იგულისხმება ჟორჟოლიანის როლზე ენმ-ში], სააკაშვილმა რატომ აჯახა და ასე რატო დაწერა? სააკაშვილის ნათქვამი იგულისხმება, რომ ბეჭედდარტყმულია", ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს: სააკავშილმა თუ ვინმეს აჯახა ეს ვიყავი მე მაგ სტატუსით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა სხვა მოლაპარაკება, პასუხი სხვა თვეში უნდა მეთქვა და სტატუსი წავიკითხე, რომ უკვე სადღაც შევდიოდი. მე არ ვეძახი ამას "ფუშინგს". მისი მხრიდან ეს ძალიან სწორი მცდელობა იყო, რომ უარი აღარ მეთქვა და მოდი ვთქვათ, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, როცა შედეგის მიღება გვინდა".

ამდენად, სრული ვიდეოს ნახვისას ცხადია, რომ აღნიშნული ფრაზა მიემართება მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს (არქივი), სადაც მან ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობაზე ისაუბრა და რომელიც, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო. სიტყვები "აჯახა" სწორედ ამ მოულოდნელობას უკავშირდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოცილურ ქსელში გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოცილურ ქსელში გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
აგვ 28, 2026
სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
თებ 21, 2025
ირაკლი კობახიძე:  გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი
ირაკლი კობახიძე: გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი
დეკ 06, 2024
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სექ 10, 2025
სოციალურ ქსელში თვითმფრინავის „ქიმტრეილების“ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თვითმფრინავის „ქიმტრეილების“ კონსპირაცია ვრცელდება
აგვ 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.