Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ეპსტინისა და ზელენსკის ფოტო ყალბია

სოციალურ ქსელში გავრცელებული ეპსტინისა და ზელენსკის ფოტო ყალბია

აპრილს 23, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც სექსუალურ ტრეფიკინგში დამნაშავე ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპსტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩანან (არქივირებული ბმული). სინამდვილეში აღნიშნული ფოტო რედაქტირებულია.


ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტს ორიგინალ სურათამდე მივყავართ, სადაც ეპსტინის გვერდით არა - ახალგაზრდა ზელენსკი, არამედ ეპსტინის პარტნიორი გილენ მაქსველი ჩანს.


წყარო: US Department of Justice/PA (ხელმისაწვდომია აქ)

მაქსველი ამჟამად ეპსტინის ორგანიზებულ არასრულწლოვანი გოგონების ტრეფიკინგის სქემაში დახმარებისა და მონაწილეობისთვის სასჯელს იხდის. როგორც ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, ის ეპსტინს 14 წლის გოგონების რეკრუტირებაში, მათ დაქირავებასა და საბოლოოდ მათ წინაარმდეგ სექსუალურ ძალადობაში დაეხმარა.

რედაქტირებული ფოტო, სადაც მაქსველის ნაცვლად ზელენსკი ჩანს, სოციალურ ქსელებში სხვა ქვეყნებშიც ვირუსულად გავრცელდა და მას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ (Delfi, Re:Baltica).

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ისრაელში ვილას ყიდიან და მაიამიში გადასვლას გეგმავენ
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ისრაელში ვილას ყიდიან და მაიამიში გადასვლას გეგმავენ
ნოე 10, 2025
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო ყალბი აუდიოთი ვრცელდება
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო ყალბი აუდიოთი ვრცელდება
სექ 03, 2025
დეზინფორმაცია:  ვალენსიაში ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიებს აპროტესტებენ
დეზინფორმაცია: ვალენსიაში ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიებს აპროტესტებენ
ნოე 14, 2024
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 20, 2025
მამუკა მდინარაძის მტკიცების საპირისპიროდ, საჯარო წყაროებში არ იძებნება, რომ სოფელ ნინოშვილში [106 წლის] ქალის გარდაცვალება დიდთოვლობისთვის დაეკავშირებინათ
მამუკა მდინარაძის მტკიცების საპირისპიროდ, საჯარო წყაროებში არ იძებნება, რომ სოფელ ნინოშვილში [106 წლის] ქალის გარდაცვალება დიდთოვლობისთვის დაეკავშირებინათ
თებ 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.